დასახელება:
შიდა კომუნიკაციების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ
|
გამოქვეყნდა: 18 ივნისი
/ ბოლო ვადა: 17 ივლისი
|
"საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ" აცხადებს ვაკანსიას შიდა კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
** ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება;
** შიდა ბრენდინგისა და კორპორაციული კულტურის გაძლიერება;
** თანამშრომელთა ინფორმირების კამპანიების დაგეგმვა;
** უნივერსიტეტის შიდა კომუნიკაციების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** სხვადასხვა დეპარტამენტის და თანამშრომლებისთვის ინფორმაციის ეფექტური და დროული გავრცელება (შიდა ელ. ბიულეტენები, ელფოსტა, პლატფორმები/სისტემები);
** უკუკავშირის სისტემების დანერგვა და მონიტორინგი; თანამშრომლებთან უკეთესი კომუნიკაციის მიზნით;
** შიდა კვლევებისა და გამოკითხვების დაგეგმვა და ანალიზი კომუნიკაციის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;
** მენეჯმენტის მიერ დაგეგმილი ინიციატივების შესახებ თანამშრომლების ინფორმირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (აუცილებელია საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით);
** ინგლისური ენა - მინიმუმ B2 დონე;
** კომპიუტერული პროგრამები - MS Office;
** ღონისძიებების მართვის გამოცდილება;
** შიდა კომუნიკაციის დაგეგმვის უნარი;
პიროვნული უნარები:
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ქართულ და ინგლისურ ენებზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
** განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი.
შერჩევის ეტაპები:
** CV - ების გადარჩევის ეტაპი;
** ინდივიდუალური გასაუბრება.
დაინტერესებულმა პირებმა 2025 წლის 17 ივლისის ჩათვლით გამოგვივზავნეთ CV მისამართზე: vacancy@seu.edu.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
|
|
|
|