Робота для біженців з України
მმართველი მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მმართველი მენეჯერი
მომწოდებელი: უძრავი ქონების სააგენტო
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
"უძრავი ქონების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას მმართველი მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ მეგობრულ და შრომისმოყვარე კანდიდატებს.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე 11:00-სთ-დან 18:30 სთ-მდე, დასვენება - 2 დღე
ანაზღაურება: შეთანხმებით (ფიქსირებული თანხა 500 ლარი და ყოველთვიური ბრუნვის X პროცენტი, შეთანხმებით)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სააგენტოს თანამშრომლების საქმიანობაზე კონტროლი, შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი;
** ასაყვანი კადრების შერჩევა;
** ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტინგის კეთება;
** გუნდის მართვა
** ანგარიშების შევსების უზრუნველყოფა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

სასურველია:

** სამუშაო გამოცდილება მომსახურების/გაყიდვების სფეროში მენეჯერის/მმართველის/გუნდის მმართველის პოზიციაზე;
** უცხო ენის/ენების (ინგლისური/რუსული და სხვ...) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

კომპანიის შემოთავაზება:

** კორპორაციული ნომერი;
** ულიმიტო სასაუბრო დრო;
** ბალანსი, საიტებზე სამუშაოდ;
** ლეპტოპი სამუშაოდ.

ჩვენი უპირატესობები:

** შვებულების გარდა წელიწადში 12 უქმე დღე (Day Off);
** მეგობრული გუნდი;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** დასვენება კვირაში 2 დღე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე geo2investment@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მენეჯერი"
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე