დასახელება:
მწვანე საფარის მომვლელი
|
მომწოდებელი:
თაბორი რიზორთსი
|
გამოქვეყნდა: 18 ივნისი
/ ბოლო ვადა: 18 ივლისი
|
შპს "თაბორი რიზორთსი" - საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის პროექტი აცხადებს ვაკანსიას მწვანე საფარის მომვლელის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, შინდისის გზა, თაბორის ტერიტორია
განაკვეთი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** გოლფის მოედნის სათამაშოდ მომზადება
** მომიჯნავე ტერიტორიების მოვლა-პატრონობა: ხის ზედმეტი ტოტების მოჭრა, დაზიანებული ტერიტორიების შეკეთება, მოედნის ნიშნულების შეცვლა, მოედნის მორწყვა და საჭირო სასუქის/ქიმიკატების ტერიტორიაზე შეტანა
** საირიგაციო სისტემების აპარატურისა და აღჭურვილობის მოვლა-პატრონობა
** ტერიტორიის მავნებლებისაგან დაცვის ღონისძიებების გატარება და კონტროლი
** წინასწარ გაწერილი გრაფიკით ტერიტორიის მოვლა
** ნიადაგის ან რაიმე ინერტული მასალისაგან წარმოქმნილი ბორცვების გაშლა
** ტვირთის გადაადგილება
** კვალიფიკაციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა ტექნიკური სამუშაოების შესრულება
** უსაფრთხოების ნორმების დაცვა
საჭირო კვალიფიკაცია & უნარები:
** პროფესიული ან აკადემიური განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება
** ქიმიკატების და სასუქების გამოყენების ცოდნა
** საირიგაციო სისტემებში სამუშაო გამოცდილება
** ქართული ენის ცოდნა; რადგანაც გოლფის მოედნის ტექნიკური მენეჯერი ექსპატია, ინსტრუქციების ** გასაგებად სასურველია ინგლისურ ენაზე საუბარი.
** სასურველია კომპიუტერული პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV hr@gtdf.ge არაუგვიანეს 2025 წლის 18 ივლისისა.
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|