დასახელება:
სტაჟირება ინსტიტუციური განვითარების გუნდში
|
მომწოდებელი:
პროფესიული უნარების სააგენტო
|
გამოქვეყნდა: 18 ივნისი
/ ბოლო ვადა: 25 ივნისი
|
ა (ა)იპ "პროფესიული უნარების სააგენტო" აცხადებს სტაჟირებას ინსტიტუციური განვითარების გუნდში.
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე
სტაჟირების ტიპი: არასრული განაკვეთი
ანაზღაურება: 600 ლარი
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2
3 თვის განმავლობაში, მათი ინტერესიდან და დატვირთულობიდან გამომდინარე, სტაჟიორებს მოუწევთ ქვემოთ მოცემული ფუნქციების ნაწილობრივ შესრულება:
** გუნდის ადმინისტრაციული მხარდაჭერა
** შეხვედრების ორგანიზებასა და საქმიანი დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა
** ოფიციალური წერილების მომზადებაში მონაწილეობა
** პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა
** პროფესიული განათლების მასწავლებლის უწყვეტი პროფესიული განვითარების მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა
** ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის პროცესში მონაწილეობა
** სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული (სასურველია განათლების, სოციალური მეცნიერებების, პოლიტიკის ან საჯარო მმართველობის მიმართულებით);
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდში მუშაობისა და ინიციატივის გამოჩენის სურვილი;
** MS Office-ის (Word, Excel, PowerPoint) სამუშაო დონეზე ფლობა;
** ინგლისური და ქართული ენების ცოდნა.
რას შემოგთავაზებთ ჩვენ:
** პრაქტიკული გამოცდილება სახელმწიფო სტრუქტურაში;
** შესაძლებლობა ჩაერთოთ ეროვნულ და საერთაშორისო პროექტებში;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობები;
** სარეკომენდაციო წერილი წარმატებული სტაჟირების შემდეგ.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV, არაუგვიანეს 2025 წლის 25 ივნისისა ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@geoskills.ge
გთხოვთ, შესაბამის ველში "subject" მიუთითოთ: სტაჟირება ინსტიტუციური განვითარების გუნდში.
კონკურსი ტარდება 2 ეტაპად:
** პირველ ეტაპზე მოხდება განაცხადების გადარჩევა;
** მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან.
დაინტერესებულ კანდიდატებს მადლობას გიხდით კონკურსში მონაწილეობისთვის!
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|