Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=642975&print=yes&view=jobs
 
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: სქაიტელი
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს.

შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

დასაქმების ადგილი: თბილისი, დ. გურამიშვილის 23ა
დაქვემდებარება: კომპანიის დირექტორი და ადმინისტრაციული მიმართულების დირექტორი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ -18:00 სთ (1 სთ შესვენება)
ანაზღაურება: პირველი 3 თვე გამოსაცდელი პერიოდი - 1400 ლარი, გამოსაცდელი პერიოდის გავლის შემდგომ 1600 ლარი

დამატებით სარგებელი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** FitPass (კორპ. პირობებით)
** ავტომობილის დაზღვევა (კორპ. პირობებით)
** კომპანიის სერვისზე 50%-იანი ფასდაკლება

ფუნქცია-მოვალეობები:

** საოფისე მარაგების კონტროლი, შესყიდვა და დოკუმენტების ელექტრონულ სისტემაში ასახვა;
** ოფისის ბიუჯეტის მართვა: ხარჯების ეფექტიანი კონტროლი მარაგებისა და მომსახურებების შესყიდვის დროს;
** შესყიდვებთან დაკავშირებული საბუღალტრო პროცედურების ცოდნა - ინვოისების გადამოწმება, გადახდის მოთხოვნების მომზადება და ფინანსურ გუნდთან ანგარიშგების კოორდინაცია;
** შეხვედრების დაჯავშნა, შეხვედრებისთვის განკუთვნილი ოთახების მომზადება, შეხვედრაზე დასწრება და შეხვედრის დროს ძირითადი საკითხების სტრუქტურირებული ჩანაწერის წარმოება;
** კორესპონდენციის წარმოება, შემოსული და გასული წერილების რეგისტრაცია სისტემაში და ფაილინგი;
** შემოსულ ზარებზე, წერილებზე პასუხის გაცემა და გადამისამართება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან;
** ვიზიტორების მიღება და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
** ოფისის თანამშრომლებისთვის ტაქსის მომსახურების უზრუნველყოფა;
** თანამშრომელთა მივლინებების დროს სასტუმროს მოძიება, დაჯავშნა და ანგარიშსწორების დოკუმენტების მიწოდება ფინანსური დეპარტამენტისთვის;
** სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულობა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან და კომპეტენციის ფარგლებში, სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** იგივე, ან მსგავსს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება
** აუცილებელია ქართული ენის გამართულად ცოდნა; სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (სასაუბრო დონე)
** Excel - რეპორტინგისთვის საჭირო ცოდნა

უნარები/შესაძლებლობები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიზის უნარი;
** გუნდური მუშაობა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული

პიროვნული მახასიათებლები:

** ინიციატივიანი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შრომისმოყვარე.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

თუ ეთანხმდებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@Skytel.ge

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ოფის მენეჯერი"

დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია