Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=642880&print=yes&view=jobs
 
სადაზღვევო შემთხვევების რეგისტრაციის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სადაზღვევო შემთხვევების რეგისტრაციის მენეჯერი
მომწოდებელი: პსპ დაზღვევა
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
სს "პსპ დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას სადაზღვევო შემთხვევების რეგისტრაციის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სადაზღვევო განაცხადების პროგრამული აღრიცხვა და მონიტორინგი;
** დაზღვეულის მიერ წარდგენილი ზარალის ანაზღაურებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მიღება, გადამოწმება და ჩაბარების უზრუნველყოფა;
** სადაზღვევო შემთხვევების მონაცემთა სისტემაში რეგისტრაცია და შესაბამისი დოკუმენტაციის არქივირება;
** საჭიროების შემთხვევაში კლინიკებიდან დამატებითი სამედიცინო ან ადმინისტრაციული დოკუმენტაციის გამოთხოვა;
** ანაზღაურების სამსახურის ტექნიკური მხარდაჭერა მიმდინარე პროცესებში;
** სხვა შესაბამისი ადმინისტრაციულ/ტექნიკური დავალებების შესრულება ხელმძღვანელის მითითებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით;
** MS Office პროგრამების გამოყენების უნარი;
** ინფორმაციის დამუშავებისა და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კომუნიკაციის ძირითადი უნარები და გუნდში მუშაობის მზადყოფნა.
** პრიორიტეტულია სამუშაო გამოცდილება სადაზღვევო სფეროში;

რას გთავაზობთ:

** სტაბილური დასაქმება მზარდ და მეგობრულ ორგანიზაციაში;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა დაზღვევის სფეროში;
** სამუშაო გარემო, რომელიც ხელს უწყობს ზრდასა და ინიციატივის გამოჩენას;
** სასიამოვნო გუნდი და თანამშრომლური დამოკიდებულება.

ადგილმდებარეობა : თბილისი, წერეთლის გამზ. 138
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@ipsp.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიის მიზნებისთვის, თქვენ მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ სს "პსპ დაზღვევამ" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@ipsp.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (0322 185 555). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა სს "პსპ დაზღვევა"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც სს "პსპ დაზღვევა"-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე და შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია