Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=642652&print=yes&view=jobs
 
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: Leader Pharma Geo
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
ევროპული ფარმაცევტული კომპანია "Leader Pharma Geo" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსურ პროგრამაში ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველყოფა, ანალიტიკა და ხარვეზების აღმოფხვრა;
** ფინანსური რეპორტების მომზადება;
** ფინანსური აღრიცხვა და ნაშთების სიზუსტის კონტროლი;
** ყოველთვიური არასტანდარტული გატარებების მომზადება და საიმპორტო ფორმატში გადაყვანა;
** დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
** საგადასახადო და სხვა დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
** დირექტორატისა და სხვა უფლებამოსილი პირის მოთხოვნით ანგარიშების/რეპორტების მომზადების უზრუნველყოფა;
** კომპანიის მიერ განხორციელებული ყველა ოპერაციის ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის სისწორის და სისრულის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბუღალტერია/ფინანსების განხრით;
** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;
** ქართული და რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა და გამართული მეტყველება;
** საბაზისო ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
** ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
** საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** Excel-ის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა;
** ბუღალტრული პროგრამების ცოდნა;
** პრიორიტეტი მიენიჭება კანდიტატს, რომელსაც აქვს გამოცდილება ფარმაცევტულ საქმიანობაში ფინანსური განხრით.

უნარები და კომპეტენციები:

** ათვისებისა და განვითარების უნარი;
** შრომისმოყვარეობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა, ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** გარემოში ადაპტაციისა და პრობლემების გადაწყვეტის უნარი.

ანაზღაურება განიხილება კონკრეტულ შემთხვევებში კანდიდატის კომპეტენციებიდან და უნარებიდან გამომდინარე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად მისამართზე: medunion.office@gmail.com

გთხოვთ, "Subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია