Робота для біженців з України
აკადემიური კონკურსი მედიცინის სკოლაში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აკადემიური კონკურსი მედიცინის სკოლაში
მომწოდებელი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 24 ივლისი
თანდართული ფაილი: 642626_danarti_4654742.zip
შპს "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი" აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად სწავლის შემდეგ სფეროებში:

მედიცინა - საბაზისო (პრეკლინიკური) დისციპლინების მიმართულებით (სწავლების ენა - ინგლისური)

1. პროფესორი - 2 ვაკანსია 5 წლის ვადით
2. ასოცირებული პროფესორი - 6 ვაკანსია 5 წლის ვადით
3. ასისტენტ-პროფესორი - 8 ვაკანსია 4 წლის ვადით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

პროფესორი

** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შესაბამის მიმართულებაში/დარგში;
** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 (ექვსი) წლის გამოცდილება;
** ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში, შესაბამისი მიმართულებით, შესრულებული სამეცნიერო არანაკლებ 3 აქტივობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მათ შორის, რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული 1 პუბლიკაცია;
** სწავლების შესაბამისი ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე.

ასოცირებული პროფესორი

** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შესაბამის მიმართულებაში/დარგში;
** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება;
** ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში, შესაბამისი მიმართულებით, შესრულებული სამეცნიერო არანაკლებ 2 აქტივობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მათ შორის, რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული 1 პუბლიკაცია;
** სწავლების შესაბამისი ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე.

ასისტენტ-პროფესორი

** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შესაბამის მიმართულებაში/დარგში;
** ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში, შესაბამისი მიმართულებით, რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული 1 პუბლიკაცია.
** სწავლების შესაბამისი ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე.

შესაძლებელია პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დაკავება. ამ შემთხვევაში, პირის კვალიფიკაცია შეიძლება, დადასტურდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია და კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

1. პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავებისათვის უნდა ფლობდეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს;
ასევე:
2. დარგის შესაბამისი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება - ასისტენტ-პროფესორისთვის სულ მცირე 4 (ოთხი) წელი, ასოცირებული პროფესორისთვის სულ მცირე 6 (ექვსი) წელი და პროფესორისთვის სულ მცირე 8 (რვა) წელი);
3. ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში რეფერირებად სამეცნიერო ან პროფესიულ ჟურნალებში გამოქვეყნებული პუბლიკაციები შესაბამისი მიმართულებით - ასოცირებული პროფესორისათვის სულ მცირე ერთი პუბლიკაცია, პროფესორისათვის სულ მცირე ორი პუბლიკაცია ან დარგის შესაბამისი სპეციალური მომზადება, რომელიც დასტურდება მისი პროფესიული გამოცდილებით;
4. სწავლების შესაბამისი ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე.

ინგლისური ენის ცოდნა შესაძლებელია დადასტურდეს:

** ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილება
ან
** საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;
ან
** საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;
ან
** ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;
ან
** ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატით (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.).

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები (ბეჭდური და/ან ელექტრონული ფორმით):

** განცხადება (იხილეთ თანდართული დოკუმენტი)
** პირადობის/ID ბარათის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული პასპორტის თარგმანი/ბინადრობის ნებართვის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
** ქართულენოვანი დიპლომის ასლი ან/და ნოტარიულად დამოწმებული უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომის/ შესაბამისი სერტიფიკატის თარგმანი. იმ შემთხვევაში თუ დიპლომი ჯერ არ გაცემულა, დამთავრების ცნობის წარდგენა აუცილებელია. ამასთან, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომი აღიარებულ უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და წარმოდგენილ იქნეს აღიარების ** დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
** სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა;
** CV ქართულ და ინგლისურ ენაზე;
** დარგის შესაბამისი სამეცნიერო შრომებისა და პუბლიკაციების სია და მათი ასლები (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
** სილაბუსი სწავლების ენაზე;
** ცნობა ყოფილი/ამჟამინდელი სამსახურიდან (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი-ის გარდა);
** ტრენინგებსა და კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში);
** უცხო პროგრამის/სასწავლო კურსის შესატყვისი ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ასლი/შესაბამის უცხო ენაზე მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საჭიროების შემთხვევაში). უცხო ენაზე გაცემული დოკუმენტის შემთხვევაში ‒სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი და ასლი ან შესაბამის ენაზე სალექციო კურსების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
** აკადემიური თანამდებობის პოზიციის დაკავების ვაკანსიისთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი სხვა დოკუმენტაცია;
** პროფესიული ნიშნით აკადემიური პოზიციის დაკავების შემთხვევაში პროფესიული ნიშნის დამადასტურებელი დოკუმენტები;
** არასახელმწიფო ენაზე გაცემული დოკუმენტის შემთხვევაში (გარდა სერტიფიკატებისა), სავალდებულოა სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის წარმოდგენა.

შერჩეულმა კანდიდატებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ:

** ნასამართლობის ცნობა (სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის) და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა (გარდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი-ის თანამშრომლებისა);
** 2 ფერადი ფოტო-სურათი (3X4) - ამობეჭდილი და ელექტრონული ვერსია (CD დისკზე/ელ-ფოსტაზე).
** ანგარიშის ნომერი TBC ბანკიდან;
** წარმოდგენილი ელექტრონული დოკუმენტების ბეჭდური/ორიგინალი ვერსიები.

სასურველია შერჩეულმა კანდიდატებმა აფილირების შეთანხმება გააფორმონ უნივერსიტეტთან.

დაინტერესებულმა პირმა საჭირო დოკუმენტები (ბეჭდური და/ან ელექტრონული ფორმით) უნდა წარმოადგინოს 2025 წლის 17 ივლისიდან - 24 ივლისის ჩათვლით (14:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე) შპს - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურში.

საკონტაქტო ტელეფონი: +99532 800064 (124)
მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, #2.
ელ ფოსტა: vacancy@ibsu.edu.ge

ელექტრონული ფოსტით განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, გთხოვთ წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია და მიმართულება.

თანდართული დოკუმენტები:

** განცხადების ფორმა
** სილაბუსები
** რეზიუმეს/CV-ის ფორმები (ქართულ და ინგლისურ ენებზე)
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე