Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=642606&print=yes&view=jobs
 
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ულტრა
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / ბოლო ვადა: 16 ივლისი
კომპიუტერული კომპანია "ულტრა" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

კომპიუტერული კომპანია "ულტრა" 18 წელზე მეტია რაც ადგილობრივ ბაზარზე მოღვაწეობს, ფლობს საცალო გაყიდვების მაღაზიებს, ონლაინ მაღაზიას (https://ultra.ge/)-ს და სერვის ცენტრს.

კომპანია "ულტრა"-ს კორპორატიული დეპარტამენტი წარმატებით მუშაობს მცირე და დიდი მოცულობის კერძო ორგანიზაციებთან, მონაწილეობს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის ტენდერებში და პროექტებში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მაღაზიაში შემოსული მომხმარებლების მომსახურება;
** კლიენტისგან თანხის მიღება და სალარო აპარატიდან ჩეკის ამოღებას;
** რეალიზებული საქონლის პროგრამული ასახვას;
** სასაქონლო ზედნადების და ფაქტურის ატვირთვა;
** ფილიალში მომხმარებლების დახვედრა და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
** კლიენტის მოთხოვნის იდენტიფიცირება, პირველადი ინფორმაციის მიწოდება და დაკვალიანება;
** საჭიროებიდან გამომდინარე მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების და სერვისების დეტალური შესწავლა და მომხმარებლებისთვის გაცნობა;
** პოტენციური მომხმარებლისთვის პროდუქტების/სერვისების შეთავაზება/გაყიდვა;
** კლიენტისთვის კონსულტაციის გაწევა და საჭიროების შემთხვევაში ინვოისის მომზადება;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება რომელიც არ სცილდება დასაქმებულის უფლება-მოვალეობას და კომპეტენციას;

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული ტექნიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გამართული მეტყველების უნარი;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

ძირითადი უნარ-ჩვევები:

** მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
** შრომისმოყვარე;
** შედეგებზე ორიენტირებული;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ეფექტური მოლაპარაკებების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გლდანი და ავლაბარი
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:hr@ultra.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მოლარე-კონსულტანტი.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.