Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=642603&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების შემდგომი მომსახურების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების შემდგომი მომსახურების სპეციალისტი
მომწოდებელი: ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / ბოლო ვადა: 16 ივლისი
"AACC" - აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია - პარტნიორი კომპანიისთვის ეძებს გაყიდვების შემდგომი მომსახურების სპეციალისტს!

კომპანიის შესახებ:

"VEEBA" არის ჩინური მძიმე სამშენებლო ტექნიკის გიგანტის - SANY-ის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოსა და სომხეთში 2018 წლიდან, 500-ზე მეტი პროექტის გამოცდილებით.

პოზიციის შინაარსი:

კომპანია ეძებს სპეციალისტს, რომელიც უზრუნველყოს გაყიდვების შემდგომი მომსახურების გამართულად მართვასა და ეფექტურ კომუნიკაციას როგორც მომხმარებლებთან, ასევე გუნდის წევრებთან.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** გაყიდვების შემდგომი მომსახურების პროცესების სრული მართვა და მონიტორინგი;
** ტექნიკური დაზიანებებისა და ინციდენტების შემთხვევაში პროცესების სრულყოფილი მართვა;
** ტექნიკის საგარანტიო პირობების კონტროლი და შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა;
** მომხმარებლებთან ეფექტური და მუდმივი კომუნიკაცია, საჭირო ინფორმაციის დროული მიწოდება და საკითხების ოპერატიული მოგვარება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან ტექნიკური მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით (სამშენებლო, სპეცტექნიკის ინდუსტრიაში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** CRM სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
** კლიენტთან ეფექტური კომუნიკაციისა და პრობლემების დროული მოგვარების უნარი;
** სასურველია უცხო ენის ფლობა;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ლოკაცია: წეროვანი და საბურთალო (მოძრავი ან კომბინირებული სამუშაო რეჟიმი);
** ცვლადი განრიგი: მაქსიმუმ 40 საათი კვირაში;
** ანაზღაურება: 2500 ლარი (NET);
** დამატებითი საბონუსე სისტემა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@aacc.ge და სათაურის ველში მიუთითეთ: "გაყიდვების შემდგომი მომსახურების სპეციალისტი".

აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

"ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია