Робота для біженців з України
ედვერთაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ედვერთაიზერი
მომწოდებელი: ნიქსი
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / ბოლო ვადა: 16 ივლისი
"ნიქსი" აცხადებს ვაკანსიას ედვერთაიზერის თანამდებობაზე უძრავი ქონების მიმართულებით.

"ნიქსი" — უძრავი ქონების კომპანიაა, რომელიც საქართველოში ინოვაციური სტანდარტების დამკვიდრებას ემსახურება.

გთხოვთ, გაეცნოთ ნიქსის სოციალურ ქსელებს:

** Facebook: https://www.facebook.com/mynix.ge
** Instagram: https://www.instagram.com/mynix.ge/

თუ გაქვს გამოცდილება უძრავი ქონების სფეროში, ეს შესაძლებლობა სწორედ შენთვისაა.

ვეძებთ კანდიდატს, რომელსაც შეუძლია:

** მზა ვიდეოკონტენტის (Reels) რეკლამირება სწორ აუდიტორიაზე;
** შედეგებზე ორიენტირებული სარეკლამო სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
** სარეკლამო ბიუჯეტის ეფექტური მართვა და კამპანიების შედეგიანობის მუდმივი კონტროლი;
** პასუხისმგებლობიანად უდგება დაკისრებულ ამოცანებს და ისწრაფვის მაღალი შედეგებისკენ.

მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება უძრავი ქონების სფეროში რეკლამირების მიმართულებით;
** მაღალ დონეზე ცოდნა Meta Ads პლატფორმების (Facebook/Instagram) ფუნქციონალს;
** მიზნობრივი აუდიტორიის ზუსტი შერჩევის და A/B ტესტირების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება და ანგარიშგების სტრუქტურირებული ფორმის ცოდნა;
** დამოუკიდებლად მუშაობის და საკუთარ შედეგებზე პასუხისმგებლობის აღების უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** რეკლამირების დაგეგმვა და გაშვება Facebook, Instagram და TikTok პლატფორმებზე;
** თვეში დაახლოებით 50-დან 200-მდე პოსტზე/ვიდეოზე რეკლამირების უზრუნველყოფა;
** მიზნობრივი აუდიტორიის შერჩევა და რეგულარული ტესტირება;
** კამპანიების ეფექტურობის ანალიზი (CTR, CPM, CPC და სხვა ძირითადი მეტრიკები);
** ყოველკვირეული რეპორტების მიწოდება ხელმძღვანელისთვის;
** თვეში ერთი ვიზიტი ოფისში — შედეგების ანალიზისა და სტრატეგიის გადახედვის მიზნით;
** სარეკლამო ბიუჯეტის გონივრული მართვა და შედეგებზე მაქსიმალური ფოკუსირება.

პირობები:

** სრულად დისტანციური სამუშაო რეჟიმი (თვეში მხოლოდ 1 ვიზიტი ოფისში);
** ანაზღაურება: 800₾-დან 2000₾-მდე ფიქსირებული (განისაზღვრება პოსტების მოცულობისა და კანდიდატის გამოცდილების მიხედვით);
** დამატებითი ბონუსი გაყიდვებიდან - 50$+ იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ქონება გაიყიდება სოციალური მედიის რეკლამის შედეგად;
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან გამოცდილების მოკლე აღწერა შემდეგ ელ.ფოსტაზე:
hello@mynix.ge სათაურით: Advertiser - Application.

შენიშვნა:

ქონების ტექსტური აღწერა და ვიდეოკონტენტი მოწოდებული იქნება კომპანიის მხრიდან.

ედვერთაიზერს ევალება მათზე დაყრდნობით პოსტის საბოლოო გაფორმება — მათ შორის ტექსტის სტრუქტურირება, ემოჯებით გამრავალფეროვნება და პლატფორმისთვის შესაბამისი ფორმატირება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე