Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=642271&print=yes&view=jobs
 
გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: ჯ ფლექს
გამოქვეყნდა: 14 ივნისი / ბოლო ვადა: 14 ივლისი
კომპანია "GFlex" უკვე 4 წელია ბაზარზეა და ახორციელებს ამანათების ავიაგადაზიდვას საქართველოდან ამერიკის მიმართულებით და პირიქით.

კომპანია "GFlex" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი - 10:00 - 18:00 საათამდე
სამუშაოს ტიპი - დისტანციური
გამოსაცდელი ვადა - 1 თვე

ძირითადი მოვალეობები:

** სარეკლამო კამპანიებისთვის და სხვადასხვა საკომუნიკაციო არხისთვის ვიზუალების მომზადება;
** ბეჭდვითი საკომუნიკაციო მასალების დიზაინის შექმნა და დამუშავება შესაბამის ფორმატში;
** სხვადასხვა კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** გრაფიკული პროგრამების (Adobe Photoshop, Adobe Illustrator - ის ცოდნა);
** ტრენდების ცოდნა და ახალი იდეების გენერირებაში პროფესიული ტექნოლოგიების გამოყენება;
** საფოსტო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კრეატიულობა;
** შრომისმოყვარეობა;
** პროდუქტიულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე და პორტფოლიო გამოგვიგზავნეთ შემდეგ მეილზე:marketing.gflex@gmail.com; სათაურის ველში მიუთითეთ: გრაფიკული დიზაინერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია