Робота для біженців з України
ადრეული ინტერვენციის თერაპევტი/ დენვერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადრეული ინტერვენციის თერაპევტი/ დენვერის სპეციალისტი
მომწოდებელი: Bright Academy
გამოქვეყნდა: 14 ივნისი / ბოლო ვადა: 15 ივლისი
ორგანიზაცია "Bright Academy" აცხადებს ვაკანსიას ადრეული ინტერვენციის თერაპევტის/ დენვერის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო დატვირთვა: სრული
ადგილმდებარეობა: თბილისი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში;
** ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და გამოყენება;
** მინიმუმ ერთი უცხო ენის ცოდნა პროფესიული მასალის დამუშავების დონეზე;
** უპირატესობად ჩაითვლება ადრეული ინტერვენციის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

საჭირო თვისებები და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბავშვის განვითარების შეფასება (კონკრეტული შესაფასებელი სკრინინგ ინსტრუმენტის საშუალებით) და ინდივიდუალური პროგრამის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** ბავშვთან და მის მშობელთან სამუშაო პროცესის წარმართვა როგორც სახლის, ისე ცენტრის გარემოში;
** რეკომენდაციების გაცემა მშობლისთვის, ან სხვა საჭირო დაწესებულებებისთვის;
** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** უწყვეტი სწავლის პროცესში ჩართვა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: Contact@brightacademy.ge,

განცხადებების მიღების ბოლო ვადა 2025 წლის 15 ივლისი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე