დასახელება:
ფინანსური ანალიზის და დაგეგმვის სამსახურის უფროსი
|
მომწოდებელი:
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა
|
გამოქვეყნდა: 14 ივნისი
/ ბოლო ვადა: 27 ივნისი
|
"ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიზის და დაგეგმვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** თვის/წლის დახურვის პროცესების ზედამხედველობა და ფინანსური ანგარიშგებების მომზადება წინასწარ განსაზღვრულ ვადაში;
** ჩართულობა კომპანიის ბიუჯეტირების ყოველკვარტალურ პროცესში; ყოველთვიური მონაცემების ბიუჯეტთან შედარება და ანალიზი;
** ჩართულობა იმ ინფორმაციის მომზადებაში, რომელიც ქვეყნდება ინვესტორებთან, მაგ: კვარტალური პრეს-რელიზები;
** ჩართულობა სამეთვალყურეო საბჭოსთვის მოსამზადებელ პრეზენტაციებში;
** კომპანიის ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგებების ანალიზი მომგებიანობისა და ლიკვიდურობის ჭრილში;
** ე.წ. მენეჯერული რეპორტების მომზადება ყოველთვიურად;
** კომპანიის/ჯგუფის ყოველწლიური ფინანსური აუდიტის პროცესის ეფექტიანად წარმართვაზე პასუხისმგებლობა;
** Ad hoc requests;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესად;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ფინანსების მიმართულებით;
** MS Excel-ისა და MS PowerPoint-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ACCA ან CFA პროგრესი ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
საჭირო უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
სამუშაო დატვირთვა: 10:00 საათიდან - 19:00 საათამდე (შაბათ კვირის გარდა).
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 2025 წლის 27 ივნისამდე ელექტრონულ მისამართზე: career@buckswood.ge.
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ფინანსური ანალიზის და დაგეგმვის სამსახურის უფროსი
ბაქსვუდის სკოლა მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის.
|
|
|
|