დასახელება:
ქიმიკოს ლაბორანტი
|
მომწოდებელი:
Zoma
|
გამოქვეყნდა: 13 ივნისი
/ ბოლო ვადა: 13 ივლისი
|
შპს "კლინტექ"-ი აცხადებს ვაკანსიას ქიმიკოს ლაბორანტის პოზიციაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://zoma.ge/
"Zoma" არის ქართული ბრენდი, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ მომხმარებელს შესთავაზოს ინოვაციური, ეფექტური და უსაფრთხო საწმენდი და ჰიგიენური პროდუქტები. ბრენდი ეკუთვნის შპს კლინტექს - კომპანიას, რომელიც 22 წლიანი გამოცდილებით ოპერირებს პროფესიონალურ დასუფთავების სექტორში.
"Zoma" არ არის უბრალოდ საწმენდი საშუალებების მწარმოებელი - ის არის კლინტექის ბრენდი, რომელიც აერთიანებს:
** მეცნიერულად დამუშავებულ ფორმულებს
** მაღალი ხარისხის ინგრედიენტებს
** ეკოლოგიური პასუხისმგებლობის პრინციპს
ჩვენი პროდუქცია მზადდება საქართველოში, ადგილობრივ მოთხოვნებსა და სტანდარტებზე მორგებით, მაგრამ ხარისხით არ ჩამოუვარდება საერთაშორისო ბრენდებს. Zoma-ის პროდუქტები განკუთვნილია როგორც ყოველდღიური საყოფაცხოვრებო გამოყენებისთვის, ასევე პროფესიონალური სერვისებისთვის (რესტორნები, სასტუმროები, ოფისები და ა.შ.).
Zoma მუდმივად მუშაობს ახალი პროდუქტების განვითარებაზე. ჩვენი ქიმიკოსებისა და ტექნოლოგების გუნდი ყოველდღიურად ავითარებს ფორმულებს, რომლებიც ადაპტირდება მომხმარებელთა მოთხოვნებზე და ახალ ტექნოლოგიებზე. სწორედ ამიტომ გვჭირდება ქიმიკოსი, რომელიც ხელს შეუწყობს ამ ინოვაციურ პროცესს.
ვისთვის არის ეს ვაკანსია:
ვეძებთ ქიმიკოსს, რომელსაც აქვს ქიმიის სფეროში მუშაობის გამოცდილება ერთ-ერთ შემდეგ სფეროში:
** ქიმიის მასწავლებლად
** ფარმაცევტად ან ფარმაცევტულ კომპანიაში
** საწმენდი, კოსმეტიკური ან საყოფაცხოვრებო ქიმიური პროდუქციის წარმოებაში
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** ახალი ფორმულების შექმნა და არსებული რეცეპტურების გაუმჯობესება
** წარმოებაში გამოყენებული ინგრედიენტებისა და ტექნოლოგიების კონტროლი
** პროდუქციის შესაბამისობის უზრუნველყოფა რეგულაციებთან
** ხარისხის კონტროლი და გუნდთან კოორდინაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ქიმიის ან მასთან დაკავშირებულ დარგში
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ანალიტიკური უნარები და დეტალებზე ორიენტირებულობა
რას გთავაზობთ:
** მეგობრული და ინოვაციური სამუშაო გარემო
** სტაბილური და კონკურენტუნარიანი ანაზღაურება
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა
** თანამედროვე ბრენდთან მუშაობის გამოცდილება
სამუშაო განაკვეთი - სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-დან 18:00 საათამდე.
მისამართი: ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი 68ა.
ანაზღაურება: 3000 ლარი.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-მისამართზე: hr.zoma1@gmail.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ სასურველი პოზიცია.
გისურვებთ წარმატებას!
ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით შპს "კლინტექ" პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს " კლინტექმა" განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასვე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.
გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს "კლინტექში" ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება, ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის მისამართზე ქ. თბილისი, ავლიპ ზურაბაშვილის 5 ან ელექტრონულად შემდეგ მისამართზე INFO@ZOMA.GE.
|
|
|
|