დასახელება:
მძღოლი
|
მომწოდებელი:
ქართული რძის პროდუქტები
|
გამოქვეყნდა: 13 ივნისი
/ ბოლო ვადა: 13 ივლისი
|
შპს "ქართული რძის პროდუქტები" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.
ჩვენი კომპანია უკვე 20 წელია რაც აწარმოებს რძის პროდუქტებს და ახდენს მათ რეალიზებას საქართველოში არსებულ უმრავლეს მაღაზიათა ქსელში.
ძირითადი მოთხოვნები:
** აუცილებელია მსგავსი მიმართულებით გამოცდილება (მინიმუმ 5 წელი)
** აუცილებელია მანქანის მართვის მოწმობა B/C კატეგორია (მექანიკა)
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომარაგება თბილისის ტერიტორიაზე წინასწარ განასაზღვრულ ობიექტებზე;
** სატრანსპორტო საშუალებების გამართულ და სუფთა მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა;
** ავტო-მანქანის მოვლა-პატრონობა და სისუფთავე;
** საგზაო წესების დაცვა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** დეტალებზე ორიენტირებული
** პუნქტუალური
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მოწესრიგებული
** ორგანიზებულობა.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი 06:00 სთ-14:00 სთ
კომპანიის მიერ უზრუნველყოფილია სამსახურამდე და სახლამდე ტრანსპორტირება
ანაზღაურება: მინიმუმ 1700 ლარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:info@rdzisame.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 39 50 12. სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გახდით სიკეთით სავსე გუნდის წევრი!
გისურვებთ წარმატებებს!
პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "ქართული რძის პროდუქტების" მიერ (ს/კ:245444764), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება მხოლოდ კონკრეტულ პოზიციაზე პირის დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. კომპანია არ ინახავს იმ კანდიდატთა მონაცემებს, რომელთა დასაქმებაც არ მომხდარა კომპანიის მიერ.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, რომელიც თავად მიაწოდა კომპანიას და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა, ასლის მიღება, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, მონაცემთა გადატანა. ამისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ ელ. ფოსტაზე: info@rdzisame.ge
ვაკანსიაზე მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გარდა კანდიდატის მხრიდან სხვა ისეთი დოკუმენტის/ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, რომელიც შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ან/და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და არ არის აუცილებელი კომპანიის მიერ დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანია გაცნობებთ, რომ ასეთი მონაცემი ავტომატურად განადგურდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
|
|
|
|