Робота для біженців з України
აღმზრდელ-პედაგოგი, აღმზრდელ-პედაგოგის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აღმზრდელ-პედაგოგი, აღმზრდელ-პედაგოგის ასისტენტი
მომწოდებელი: შავნაბადა
გამოქვეყნდა: 13 ივნისი / ბოლო ვადა: 13 ივლისი
ადრეული და სკოლამდელი განათლების აკადემია "შავნაბადა" აცხადებს კონკურსს აღმზრდელ-პედაგოგის და აღმზრდელ-პედაგოგის ასისტენტის პოზიციებზე (სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში) 2025-2026 სასწავლო წლისთვის.

აღმზრდელ-პედაგოგის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საბავშვო ბაღში არსებულ სასწავლო პროგრამაზე დაყრდნობით შეიმუშაოს გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო გეგმა, აღმზრდელის ასისტენტის და სხვა საგანმანათლებლო პერსონალის მონაწილეობით და განახორციელოს ის სწავლების სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებით;
** განახორციელოს სასწავლო მასალებისა და მეთოდების ანალიზი/ადაპტირება, ჯგუფის ინტერესებისა და სწავლების მეთოდის შესაბამისად;
** დააკვირდეს თითოეულ ბავშვს და იზრუნოს მათი სოციალური კომპეტენციების გაუმჯობესებასა და თვითშეფასების ჩამოყალიბებაზე;
** იზრუნოს ბავშვის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდაზე;
** დაეხმაროს თითოეულ ბავშვს მათი შემოქმედებითი და პრაქტიკული უნარების განვითარებაში;
** დააორგანიზოს კვების, ძილის და სხვა აქტივობების პროცესი, მუდმივად იზრუნოს ბავშვთა უსაფრთხოებაზე;
** დააკვირდეს ბავშვის განვითარებას, აღმზრდელთან ერთად გამოიყენოს მონაცემთა შეგროვების მრავალფეროვანი მეთოდები და მოახდინოს მათი დოკუმენტირება თითოეული ბავშვის საჭიროებების, ინტერესებისა და პროგრესის შეფასების მიზნით;
** ბავშვზე დაკვირვება და შეფასება გამოიყენოს საგანმანათლებლო პროცესის ინდივიდუალიზაციის, თითოეული ბავშვის პროგრესისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენის უზრუნველსაყოფად;
** დაამყაროს პოზიტიური და ეფექტური კომუნიკაცია პროგრამაში ჩართულ ბავშვებთან, მათ მშობლებთან, ოჯახის წევრებთან, თემთან და თანამშრომლებთან;
** უზრუნველყოს გარემოში წესრიგის და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
** დაიცვას ბაღის შიდაგანაწესი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბაკალავრი) - პედაგოგიკის მიმართულებით;
** აღმზრდელ-პედაგოგად მუშაობის გამოცდილება;
** ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტის ცოდნა.
** საქართველოში მოქმედი აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის ცოდნა;
** ბავშვის უფლებათა კოდექსის ცოდნა.

სამუშაო საათები: 9-დან 18-მდე
ანაზღაურება: 1200 ლარი

აღმზრდელ-პედაგოგის ასისტენტის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მონაწილეობა მიიღოს საგანმანათლებლო გეგმები შემუშავებაში აღმზრდელ-პედაგოგთან ერთად;
** დაეხმაროს აღმზრდელ-პედაგოგს შემუშავებული გეგმის განხორციელებაში სწავლების სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებით;
** დაეხმაროს თითოეულ ბავშვს მათი შემოქმედებითი და პრაქტიკული უნარების განვითარებაში;
** ზედამხედველობა გაუწიოს ჯგუფის ძილის, კვების, ეზოს აქტივობების პროცესს;
** მუდმივად იზრუნოს ბავშვთა უსაფრთხოებაზე;
** დააკვირდეს ბავშვის განვითარებას, ითანამშრომლოს პედაგოგთან;
** უზრუნველყოს გარემოში წესრიგის და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
** იზრუნოს ბავშვის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდაზე.
** დაიცვას ბაღის შიდაგანაწესს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება;
** ბაღში მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

სამუშაო საათები: 9-დან 18-მდე
ანაზღაურება: 950 ლარი

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV ელ.ფოსტის მისამართზე vacancy@shavnabada.edu.ge. წერილის სათაურის ველში ვაკანტური პოზიციის მითითებით.

გაცნობებთ, რომ მონაცემების დამუშავებას ახორციელებს შპს დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა (ს/კ 206051396, მისამართი: თბილისი, სერგი წულაძის 32დ), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვით. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა და დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 12 თვის ვადით.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოს შემდეგ საფოსტო მისამართზე vacancy@shavnabada.edu.ge.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე