დასახელება:
პროექტის ხარისხის კონტროლის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ციფრული მმართველობის სააგენტო
|
გამოქვეყნდა: 12 ივნისი
/ ბოლო ვადა: 23 ივნისი
|
სამუშაო პოზიციის დასახელება: ინფორმაციული ტექნოლოგიების პროექტების მართვისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის პროექტის ხარისხის კონტროლის სპეციალისტი
ორგანიზაციის შესახებ:
სსიპ "ციფრული მმართველობის სააგენტოს" მიზნები საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სახელმწიფო სერვისების მიწოდება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფაა. დღეის მდგომარეობით, სააგენტოს 40-ზე მეტი სერვისით სარგებლობს ათეულობით კერძო და საჯარო დაწესებულება.
ჩვენი სააგენტოს ფუნქციები სამი ძირითადი მიმართულებითაა განსაზღვრული:
** ციფრული მმართველობა;
** ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოება;
** ინფორმაციულ-ტექნოლოგიური მხარდაჭერა.
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
თანამდებობრივი სარგო: განისაზღვრება კანდიდატის კომპეტენციისა და გამოცდილების შესაბამისად
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ორგანიზაციის შიგნით მიმდინარე პროექტების დროულობის, ხარისხისა და სრულყოფილად შესრულების მუდმივი მონიტორინგი;
** მომხმარებლებთან ურთიერთობის გუნდიდან მიღებული დავალებების/პროექტების შესრულების კონტროლი დადგენილი ვადების, მოცულობისა და ხარისხობრივი სტანდარტების შესაბამისად.
** შესრულებული დავალებების/პროექტის ეტაპების ტექნიკური და პროცესული შემოწმება;
** ხარვეზების ან შესრულების დაგვიანების იდენტიფიკაცია და შესაბამისი რეაგირება პასუხისმგებელ სამსახურებთან/ პირებთან.
** პროექტის განხორციელების პროცესში შიდა რეგულაციების, სტანდარტებისა და დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისობის კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციების გაწევა პროცესის გაუმჯობესებისა და ხარისხის ამაღლების მიზნით.
** აქტიური კომუნიკაცია IT პროექტების მენეჯერებთან, დეველოპმენტის გუნდთან, გაყიდვებთან და მომხმარებლის მომსახურების განყოფილებებთან;
** დავალებების სტატუსის შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება დაინტერესებულ მხარეებთან.
** პროექტების მიმდინარეობის სტატუსის, შესრულებული სამუშაოს ხარისხის და გამოვლენილი პრობლემების შესახებ რეგულარული რეპორტების მომზადება;
** მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზის წარდგენა ხარისხის გაუმჯობესების ინიციატივებისთვის.
** არსებული სამუშაო პროცესების ანალიზი და გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.
** 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება პროექტების ხარისხის კონტროლის, პროექტის მართვის, ან პროცესების მონიტორინგის მიმართულებით (სასურველია IT სექტორში);
** სასურველია გამოცდილება გუნდებთან კოორდინაციისა და სხვადასხვა პროექტის მონიტორინგში.
** Microsoft Office-ის კარგად ცოდნა;
** პროექტის მართვის ხელსაწყოების ცოდნა (მაგ: Jira) ჩაითვლება უპირატესობად.
** ინგლისური ენის ცოდნა (B2).
უნარ-ჩვევები:
** შედეგზე ორიენტაცია;
** პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
** გუნდური მუშაობა;
** მოქნილობა და ცვლილებებთან ადაპტირება;
** ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზი.
განაცხადის გაკეთება
დაინტერესების შემთხვევაში, 2025 წლის 23 ივნისის ჩათვლით, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - vacancy@dga.gov.ge. subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "მომხმარებლებთან ურთიერთობის სპეციალისტი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.
|
|
|
|