Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=641486&print=yes&view=jobs
 
ცენტრალური სადისპეტჩეროს დისპეტჩერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ცენტრალური სადისპეტჩეროს დისპეტჩერი
მომწოდებელი: თბილისი ენერჯი
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
შპს "თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას ცენტრალური სადისპეტჩეროს დისპეტჩერის პოზიციაზე

სამუშაო განრიგი: ოთხ დღეში ერთხელ 24-საათიანი რეჟიმი;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა.მიცკევიჩის ქ. 18ა;
ანაზღაურება: კონკურენტული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება

დამატებითი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ბუნებრივი გაზის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
** დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** საქმისადმი ერთგულება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა

ძირითადი მოვალეობები:

** სადისპეტჩეროს სამუშაო გეგმებისა და გრაფიკების ჯეროვნად შესრულება;
** კომპანიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ურთიერთობის ორგანიზება საწარმოო საქმიანობის საკითხებში;
** სადისპეტჩეროს საშემსრულებლო-ტექნიკური და სხვა დოკუმენტაციის დაარქივების უზრუნველყოფა;
** შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
** სადისპეტჩეროს სამუშაო გეგმების შედგენა, შეთანხმება და მათი ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა;
** ტექნიკური და საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჯეროვნად წარმოების, აღრიცხვისა და შენახვის უზრუნველყოფა;
** სადისპეტჩეროს საქმიანობასთან დაკავშირებით კომპანიის შიდასამართლებრივი აქტებისა და ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;
** შესრულებული სამუშაოების შესახებ თვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება;
** ექსპლუატაციაში მისაღები ობიექტების შესახებ ექსპლუატაციის დეპარტამენტისთვის და კომპანიის სხვა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** გაზსადენების ტექნიკური უსაფრთხოების წესების, ხანძარსაწინააღმდეგო და პროფილაქტიკურ-სანიტარული წესების მკაცრი დაცვა;
** კომპანიაში მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესების ცოდნა და დაცვა;
** სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
** სადისპეტჩერო და სწრაფი რეაგირების ცენტრის უფროსისა და უშუალო ხელმძღვანელის სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება.

უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობა;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვა.

კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: რეზიუმე ქართულ ენაზე (CV)

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** მეგობრულ გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: vacancies@te.ge (ელფოსტის "subject" ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება)

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 11 ივლისი

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.

ამასთანავე, გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე public@te.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით მისამართზე: ქ. თბილისი, ადამ მიცკევიჩის ქ. N 18ა.

ასევე გაცნობებთ, რომ თუ გსურთ თქვენს მიერ წარმოდგენილი რეზიუმე განხილულ იქნეს კომპანიის მიერ სხვა სამომავლო, პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, ელექტრონულ ფოსტაზე vacancies@te.ge რეზიუმეს გამოგზავნასთან ერთად მოგვწეროთ შემდეგი შინაარსის ტექსტი: "თანახმა ვარ, ჩემს მიერ წარმოდგენილი რეზიუმე განხილულ იქნეს კომპანიის მიერ სამომავლოდ გამოცხადებულ სხვა მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში." კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება ექვსი (6) თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

შპს "თბილისი ენერჯი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია