Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=641464&print=yes&view=jobs
 
მძღოლ-ექსპედიტორი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლ-ექსპედიტორი
მომწოდებელი: ბი-ემ-ესი
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე, ქუთაისში.

კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას - http://www.bms.ge

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი.
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:00 - 18:30სთ. შესვენება 1 სთ.
დასვენება: კვირაში ორი დღე.
ანაზღაურება: 1200 ლარი + ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთების მიხედვით სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მომარაგება;
** სალარო აპარატთან მუშაობა;
** საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგება/შევსება.
** მის სარგებლობაში არსებული კომპანიის კუთვნილი ავტო-მანქანის გამართულად მუშაობის კონტროლი და სანიტარულ ჰიგიენური ნორმების დაცვა.

მოთხოვნები:

** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა (მექანიკა);
** სასურველია C კატეგორიის მართვის მოწმობა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge და გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

ტელ: 595089796

გისურვებთ წარმატებებს!

"წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ შპს ბიემესმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია