Робота для біженців з України
კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კოორდინატორი
მომწოდებელი: სქაიტელი
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ლინკს: https://skytel.ge/ge/main

შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას კოორდინატორის პოზიციაზე.

პირობები:

** დასაქმების ადგილი - თბილისი, გურამიშვილის გამზირი #12 ა
** დაქვემდებარება - საინსტალაციო განყოფილების კოორდინაციის ჯგუფის ხელმძღვანელი
** დაქვემდებარებული პოზიცია - ინსტალატორი
** სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ -18:00 სთ (1 სთ შესვენება), შაბათი 10:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე
** ანაზღაურება - ხელზე ასაღები 1, 200 ლარი
** გამოსაცდელი ვადა - 3 თვე (ანაზღაურებადი)

დამატებით სარგებელი

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** თანამშრომლის ტარიფი
** FitPass

ფუნქცია - მოვალეობები:

** შემოსული დავალებების ანალიზი, დაზიანების რაოდენობიდან და არსებული დატვირთვიდან გამომდინარე, შეკვეთების ჩართვის დასაგეგმი რაოდენობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
** მომხმარებლებთან ინსტალატორების ვიზიტის დროის დაგეგმვა;
** შემოსული დავალებების ინსტალატორებზე გადანაწილება და მათთვის საჭირო დოკუმენტაციის მიწოდება;
** სამუშაო დღის განმავლობაში ინსტალატორების მუშაობის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში, დღის წესრიგში ცვლილებების შეტანა;
** მომსახურების გაუმჯობესების მიზნით კლიენტთან კომუნიკაცია და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** საბილინგო სისტემაში მუშაობა (დავალებების გაცემა, ანგარიშგება და გადამისამართება შესაბამის განყოფილებებთან;
** სახარჯი მასალების და აპარატურის მარაგების კონტროლი და საჭიროებისამებრ შეკვეთა;
** უშუალო ხელმძღვანელისთვის სამივლინებო განაცხადების მიწოდება;
** ახალი თანამშრომლისთვის სამუშაო ინსტრუქტაჟის ჩატარება;
** სხვა კოორდინატორის მოვალეობების შესრულება, ხელმძღვანელის მითითების შესაბამისად;
** ახალი იდეების გენერაცია და წარდგენა;
** მოთხოვნისამებრ შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშგება;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება - უმაღლესი განათლება, სასურველია ტელეკომუნიკაციების მიმართულებით
** სამუშაო გამოცდილება - სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ცოდნა - MS Office საბაზისო დონეზე
** ქართული ენის გამართულად ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე

უნარები/შესაძლებლობები:

** მართვის უნარი
** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** რუკებთან მუშაობის უნარი, ადგილ-მდებარეობის ორიენტაციის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
** ანალიზის უნარი;
** პრობლემის გადაწყვეტის უნარი (თავის კომპეტენციის ფარგლებში);
** დროის სწორად მართვის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებთან ადაპტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@Skytel.ge

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კოორდინატორი".

დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე