Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=641449&print=yes&view=jobs
 
მიწოდების თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიწოდების თანამშრომელი
მომწოდებელი: სქაიტელი
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ლინკს: https://skytel.ge/ge/main

შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას მიწოდების თანამშრომლის პოზიციაზე.

პირობები:

** დასაქმების ადგილი - თბილისი, გურამიშვილის გამზირი #12 ა
** დაქვემდებარება - საწყობის სუპერვაიზერი
** სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ -18:00 სთ (1 სთ შესვენება)
** ანაზღაურება - ხელზე ასაღები 1, 200 ლარი
** გამოსაცდელი ვადა - 3 თვე (ანაზღაურებადი)

დამატებით სარგებელი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** თანამშრომლის ტარიფი
** FitPass

ფუნქცია - მოვალეობები:

** ოფისსა და საწყობში საქონლისა და მარაგების მიწოდება;
** განბაჟების პროცედურებში მონაწილეობა, უშუალოდ საბაჟოზე;
** საქონლისა და მარაგების ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
** საწყობში საქონლისა და მარაგების გადმოტვირთვასთან დაკავშირებულ პროცესში მონაწილეობა;
** საჭიროების შემთხვევაში, მივლინება რეგიონებში;
** კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება - საშუალო განათლება
** სამუშაო გამოცდილება - იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
** ცოდნა - ქართული ენის გამართულად ცოდნა

უნარები/შესაძლებლობები:

** ავტომობილის მართვის უნარი
** შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დისციპლინა
** პუნქტუალური

აუცილებელი მოთხოვნა - მართვის მოწმობის B კატეგორია - მექანიკა

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@Skytel.ge

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მიწოდების თანამშრომელი"

დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია