Робота для біженців з України
მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
შპს "დაირექტ დებიტ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე თბილისის იუსტიციის სახლში.

ძირითადი მოვალეობები:

** გადასახდელების თანხების მიღება მომხმარებლისგან და შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში სწორი გატარებების წარმოება;
** პროგრამულ უზრუნველყოფაში სალაროს ოპერაციების დადასტურება;
** სალარო ჩეკებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
** სალაროს გამოყვანა და ინკასაცია;
** სალაროს დღიური საბუთების ფორმირება.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** შესრულების სისწრაფე და სიზუსტე;
** მათემატიკური და ლოგიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტაცია;

სამუშაო საათები: კვირაში არაუმეტეს 40 საათისა
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი; დასვენების დღე: შაბათი და კვირა
ანაზღაურება ხელზე ასაღები 920 ლარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: ddgjobs@ddg.ge 2025 წლის 30 ივნისამდე (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე