დასახელება:
ტექნიკური მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ალტა
|
გამოქვეყნდა: 11 ივნისი
/ ბოლო ვადა: 11 ივლისი
|
ალტა ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, რომელიც ოპერირებს როგორც მსოფლიო ბრენდების, ისე დისტრიბუციის, საცალო გაყიდვებისა და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით და წარმოადგენს უმსხვილესი მსოფლიო ბრენდების პარტნიორულ კომპანიას.
"ალტა" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ობიექტების რეგულარული მონახულება და ტექნიკური მონიტორინგი;
** ელექტრო და ტექნიკური მოწყობილობების დიაგნოსტიკა, შეკეთება/ჩანაცვლების პროცესის კოორდინაცია;
** პროგრამული უზრუნველყოფის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში განახლება/ინსტალაცია;
** უსაფრთხოების სისტემების ტექნიკური მდგომარეობის შეფასება;
** სამეურნეო საკითხების კონტროლი-განათება, ვენტილაცია და ა.შ;
** დეტალური ინფორმაციის მიღება პრობლემურ ნივთზე მომხმარებლისგან;
** ტექნიკური პრობლემების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა კომპეტენციის ფარგლებში;
** საგანგებო სიტუაციებზე დროული რეაგირება და შესაბამის სამსახურთან კოორდინირებული მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება ტექნიკური ან ინჟინერიის მიმართულებით;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე (MS Office) და ტექნიკური აღრიცხვის პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია მართვის მოწმობა (ბ კატეგორია).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრობლემის ანალიზის და დიაგნოსტიკის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ განაცხადი "შეავსე სააპლიკაციო ფორმა" ღილაკის მეშვეობით.
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/ygtVTkxyzJ
პატივისცემით,
|
|
|
|