Робота для біженців з України
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: სფეის კარგო
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
კომპანია "სფეისკარგო" https://www.spacecargo.ge/Home აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

"სფეისკარგო" გახლავთ გადამზიდი კომპანია რომელიც ახორციელებს ნებისმიერი სირთულის ტვირთების გადაზიდვას (იმპორტი, ექსპორტი) სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით. გვაქვს როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო, საზღვაო გადაზიდვები. საცალო, მცირე და საშუალო ბიზნეს მიმართულებები.

ძირითადი მოთხოვნები:

** შემომავალ ზარებზე დროულად პასუხის გაცემა;
** საკითხების დელეგირება შესაბამის განყოფილებებთან;
** დაფიქსირებული საკითხების შესრულების კონტროლი;
** მომხმარებელთან დროული უკუკავშირის განხორციელება საჭირო საკითხებზე;
** მომხმარებელთან სწორი და ლოიალური კომუნიკაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სატელეფონო კომუნიკაციისას არსებული სტანდარტების დაცვა;
** საოფისე, კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ფლობა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა

ბენეფიტები:

** ხელფასი ზრდადი სტაჯთან და გამოცდილებებთან ერთად.
** სპეც. ტარიფები კომპანიის სერვისებზე;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10;00- 18:30 საათამდე, შაბათი -11.00- 15:00 საათამდე.
** მისამართი: გლდანი, ანგია ბოჭორიშვილის 8.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ მოცემულ მოთხოვნებს, გეძლევათ შესაძლებლობა, შემოუერთდეთ ჩვენს მეგობრულ გუნდს, რომელიც განვითარებაზეა ორიენტირებული!

გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, (CV) ელ. ფოსტაზე: hr@spacecargo.ge.

გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ სასურველი ვაკანსია (ქოლ-ცენტრის ოპერატორი)

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე