დასახელება:
ანაზღაურებადი სტაჟირება ფინანსურ დეპარტამენტში
|
მომწოდებელი:
Travel Door Georgia
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
"Travel Door Georgia" არის ტურისტული სააგენტო, რომელიც დაარსდა თბილისში, 2017 წლის მარტში.
"Travel Door" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ფინანსურ დეპარტამენტში.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დადიანის ქ. №7
ანაზღაურება: ანაზღაურებადი სტაჟირება
სამუშაო საათები: 16-20 საათი კვირაში
შესაფერისია: სტუდენტებისთვის ან კურსდამთავრებულებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მოკლევადიანი პრაქტიკული გამოცდილებით.
მოლოდინი: ძირითადი აქცენტი კეთდება სწავლასა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე მენტორის დახმარებით.
ძირითადი მოვალეობები:
** კლიენტებთან კომუნიკაცია ტელეფონის ან ელ. ფოსტის საშუალებით გადაუხდელ დავალიანებასთან დაკავშირებით
** შემოსული გადახდების დაფიქსირება და შესაბამისობა (ბანკის გადარიცხვები, ჩეკები, ნაღდი ფული და სხვ.)
** ყველა ფინანსური ოპერაციის სწორად აღრიცხვა
** არსებული ჯავშნების გადახდების მონიტორინგი
კვალიფიკაცია:
** ბაკალავრის ხარისხი ან სტუდენტი ფინანსების, ბუღალტერიის ან მსგავსი მიმართულებით
** MS Excel-ის ცოდნა
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა
** კარგი კომუნიკაციისა და ურთიერთობის უნარები
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ. ფოსტაზე: hr@traveldoor.ge ვაკანსიის სახელწოდების მითითებით!
კომპანია " Travel Door Georgia" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და შეინახება, არაუმეტეს, 1 წლის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|