დასახელება:
პირადი მრჩევლის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
ბიოგრაფი ლივინგ
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია "ბიოგრაფი ლივინგ" აცხადებს ვაკანსიას პირადი მრჩევლის ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო უნარები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:
პოზიციის მიზანი:
ასისტენტი უზრუნველყოფს გაყიდვების პროცესის სრულად მხარდაჭერას. ის არის მნიშვნელოვანი კავშირი პირად მრჩეველს, კლიენტს და სხვა შიდა თუ გარე მხარეებს შორის.
ძირითადი მოვალეობები:
** სოციალურ მედიაში შემოსულ შეტყობინებებზე დროული და ზუსტი პასუხის გაცემაში მონაწილეობის მიღება;
** დაინტერესებულ მომხმარებლებთან შეხვედრების ჩანიშვნა, მიღება და გამასპინძლება;
** ხელშეკრულებების მომზადება და გაფორმების პროცესის კოორდინაცია;
** ხელმოწერის ცერემონიის ორგანიზება და შესაბამისი მასალების უზრუნველყოფა;
** CRM პროგრამაში თითოეულ კლიენტზე სრულყოფილი ბაზის შექმნა და მართვა;
** მობინადრეების სრულყოფილი მხარდაჭერა;
** მშენებლობის პროგრესის შესახებ რეგულარული ინფორმაციის მომზადება და გაზიარება პირად მრჩეველთან;
** დიზაინერებთან კლიენტების შეხვედრების ორგანიზება, შეხვედრის საგნის შეთანხმება, საბოლოო ნიმუშების პროგრამაში ასახვა და ინფორმაციის გაზიარება ყველა ჩართულ მხარესთან;
** კლიენტების სამშენებლო ობიექტებზე ვიზიტების დაგეგმვა და კოორდინაცია;
** ბინების გასაღების გადაცემის პროცესის ორგანიზების მხარდაჭერა;
** ბინის რეგისტრაციის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში ჩართულობა და პროცესის მხარდაჭერა;
** გაყიდვების ოფისის მენეჯმენტი;
** კომპანიაში დადგენილი გაიდლაინების ზედმიწევნით მიყოლა და განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
სამუშაო გამოცდილება: სასურველია სამუშაო გამოცდილება კლიენტთა მომსახურების სფეროში;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** მოქნილობა ცვლილებების მიმართ.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/viAqcvhb
|
|
|
|