Робота для біженців з України
გარემოსდაცვითი პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გარემოსდაცვითი პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 09 ივნისი / ბოლო ვადა: 09 ივლისი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.

ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, "თეგეტა მოტორსის" გუნდში გარემოსდაცვითი პროექტების მენეჯერის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** გარემოსდაცვითი პროექტების მიმართულებით ინფორმაციების მოძიება/მომზადება;
** არსებული პროექტების ფარგლებში, მიმდინარე პროცესების კოორდინაცია;
** ბალანსის, მოგება-ზარალისა და ფულადი მოძრაობის ანგარიშგებების მომზადება (თვიური და წლიური);
** ბიუჯეტის შედგენასა და ანალიზში მონაწილეობა;
** ახალი გარემოსდაცვითი პროექტებისთვის ფინანსური მოდელების შექმნაში მონაწილეობა;
** საბანკო დაწესებულებებთან კომუნიკაცია პროექტის დაფინანსების პროცესში;
** ფინანსური მონაცემების კონტროლი და სისტემატიზაცია მიმდინარე პროექტებისთვის;
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ანალიტიკის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა Excel-ის მაღალი დონე);
** ფინანსური დოკუმენტების და ბიუჯეტირების საბაზისო ცოდნა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

თეგეტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1802

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე