დასახელება:
ქოლცენტრის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
Lion Trans
|
გამოქვეყნდა: 09 ივნისი
/ ბოლო ვადა: 09 ივლისი
|
კომპანია " ლაიონ ტრანსი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის 43
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (1100 - 1200 ლარი)
გვჭირდება კანდიდატი რომელსაც აქვს:
** ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** იცის რუსული ენა საკომუნიკაციო დონეზე (B2)
** ქოლ ცენტრში მუშაობის გამოცდილება
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლის სატელეფონო მომსახურება;
** მომხმარებლისთვის კომპეტენტური პასუხის გაცემა; საჭიროებისამებრ, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი დახმარების გაწევა;
** შემოსული ზარების ბაზაში ასახვა და რეპორტების წარმოება, მოთხოვნისამებრ;
** პოზიციის და კომპეტენციის ფარგლებში გამავალი ზარების განხორციელება.
ჩვენ დაგახვედრებთ:
** პროფესიონალების გუნდსა და გარემოს, რომელშიც გექნება პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, მათ შორის ტრენინგების საშუალებითაც
** შემოგთავაზებთ სამედიცინო დაზღვევას და რა თქმა უნდა სხვადასხვა კორპორაციულ შეთავაზებებს.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: a.kankia@liongroup.com.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|