Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=640327&print=yes&view=jobs
 
პროფ. მოდულების მასწავლებელი - კომპ. ქსელი და სისტემები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროფ. მოდულების მასწავლებელი - კომპ. ქსელი და სისტემები
მომწოდებელი: სქილვილ
გამოქვეყნდა: 09 ივნისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
"SKILLWILL" პროფესიული კოლეჯისთვის აცხადებს ვაკანსიას პროფესიულ საგანმანათლებლო მოდულების მასწავლებლების პოზიციაზე შემდეგი მიმართულებით - "კომპიუტერული ქსელი და სისტემები". ვეძებთ მოტივირებულ, პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტებს, რომლებიც ჩაერთვებიან კოლეჯის სტუდენტთა სწავლებასა და პროფესიული უნარების ჩამოყალიბებაში.

პროფესიული მოდულების მასწავლებელს მოუწევს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ერთი მოდულის სწავლება:

** გაცნობითი პრაქტიკა - კომპიუტერული ქსელი და სისტემები;
** კომპიუტერის და პერიფერიული მოწყობილობების აპარატურული უზრუნველყოფა;
** კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა;
** კომპიუტერული ქსელის ორგანიზებისა და გამოყენების პრინციპები;
** კომპიუტერის და პერიფერიული მოწყობილობების უსაფრთხოება და პრობლემების აღმოფხვრა;
** მობილური და Linux ოპერაციული სისტემები;
** ბაზისური კომუტაცია და მარშრუტიზაცია კომპიუტერულ ქსელებში;
** დარგობრივი ინგლისური ენა - კომპიუტერული ქსელი და სისტემები;
** Linux სერვერული ოპერაციული სისტემის ბაზისური გამართვა;
** კომპიუტერული ქსელის სტრუქტურა და აგების პრინციპები;
** Linux ოპერაციულ სისტემასთან მუშაობა;
** Windows სერვერული ოპერაციული სისტემის და ქსელური სერვისების ბაზისური გამართვა;
** ბაზისური ქსელური სერვისების გამართვა;
** კომპიუტერული ქსელის დამისამართება;
** პრაქტიკული პროექტი - კომპიუტერული ქსელი და სისტემები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (უმაღლესი განათლების ან საშუალო და უმაღლესი პროფესიული განათლების დიპლომი, ან შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი);
** მინიმუმ 3 წლიანი პროფესიული გამოცდილება აღნიშნულ ან მომიჯნავე სფეროში;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და აზრის გადმოცემის უნარი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პროფესიულის სტუდენტებისთვის მოტივაციის ამაღლებისა და სწავლის ხელშეწყობის უნარი.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი;
** ანაზღაურება: ბაზარზე არსებული კონკურენტული ხელფასი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა და სხვა ბენეფიტები.

უპირატესობა მიენიჭებათ პედაგოგიური გამოცდილების მქონე კანდიდატებს.

შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად:

** განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან.

შერჩეულ კანდიდატებს გაუფორმდებათ წინასწარი შეთანხმება. კოლეჯში სწავლება დაიწყება 2025 წლის ნოემბერში.

განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 20 ივნისი.

გთხოვთ, რეზიუმე (ქართულ ენაზე), განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და ცნობა სამუშაო გამოცდილების შესახებ (ამ უკანასკნელის წარმოდგენა შესაძლებელია გასაუბრებაზე) გამოაგზავნოთ მეილზე - college@skillwill.ge და სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია