Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=640297&print=yes&view=jobs
 
მძღოლი-დისტრიბუტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი-დისტრიბუტორი
მომწოდებელი: ქორუგატორი
გამოქვეყნდა: 09 ივნისი / ბოლო ვადა: 09 ივლისი
კომპანია "ქორუგატორი" დაარსდა 2015 წელს და წარმოადგენს ერთ-ერთ მოწინავე გოფრირებული მუყაოს მწარმოებელ კომპანიას. ჩვენი ჯგუფი დაკომპლექტებულია სფეროში მოწინავე კვალიფიცირებული თანამშრომლებით, რომელთა ღირებულებები მკაფიოდ არის თანხვედრაში ხარისხიან სერვისთან. ამჟამად კომპანია თანამშრომლობს 100+ პარტნიორ კომპანიასთან და ეს რიცხვი წლიდან წლამდე უმჯობესდება.

კომპანია "ქორუგატორი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მძღოლი-დისტრიბუტორი

სამუშაო გრაფიკი:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი
** სამუშაო საათები: 09:00-18:00 სთ
** ანაზღაურება: 1500 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** საქონლის ან პროდუქციის უსაფრთხო და დროული ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილამდე
პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა
** მანქანის პროდუქციით დატვირთვაზე დასწრება და მითვლა; შემდგომში მისი ჩამოტვირთვა ობიექტებზე შეკვეთების მიხედვით
** ზედნადების მიხედვით შეკვეთების სწორად მითვლა; მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება
** მომხმარებლის სრული ინფორმირება პროდუქტის მდგომარეობისა და რაოდენობის შესახებ
** სატრანსპორტო საშუალების გამართული მუშაობის და ჰიგიენის კონტროლი

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: C.corrugator@gmail.com და დანიშნულებაში `Subject` მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "მძღოლი-დისტრიბუტორი" ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 568809204

წარმატებებს გისურვებთ!

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს. "ქორუგატორის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია