Робота для біженців з України
ფინანსური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: Domino`s Pizza
გამოქვეყნდა: 07 ივნისი / ბოლო ვადა: 07 ივლისი
"Domino`s Pizza" საერთაშორისო ამერიკული პიცის სარესტორნო ქსელია, რომელიც დაარსდა 1960 წელს და დღემდე ინარჩუნებს ლიდერ პოზიციას მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოში დომინო`ს პიცა 2015 წლიდან ოპერირებს, აერთიანებს შვიდ ფილიალს და ყოველწლიურად განაგრძობს გაფართოებას.

ვაკანტური პოზიცია - ფინანსური მენეჯერი.

ადგილმდებარეობა: ქალაქი თბილისი. ვაკის რაიონი
სამუშაო განაკვეთი: სრული - ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 18:00
ანაზღაურება: ფიქსირებული. თანამშრომლობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, მეილში მიუთითოთ თქვენი სახელფასო მოლოდინი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ფინანსური და ბუღალტრული პროცესების მართვა/კონტროლი;
** ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენება და ხარჯების ოპტიმიზაცია;
** ფინანსური რისკების დროული იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაცემა რისკიანობის შესამცირებლად;
** კომპანიის ფინანსური დეპარტამენტის გამართული, ეფექტიანი და დროული საქმიანობის უზრუნველყოფა;
** კომპანიის დებიტორული და კრედიტორული დავალიანების კონტროლი;
** ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი;
** სააღრიცხვო პოლიტიკის მართვა. საჭიროების შემთხვევაში მისი დროული ცვლილება.
** ქვეყნის მარეგულირებელ ნორმებთან და კანონებთან შესაბამისობის მუდმივი კონტროლი, უფროსი მენეჯერების დროული ინფორმირება მნიშვნელოვან ცვლილებებთან დაკავშირებით.
** კომპანიის წლიური ბიუჯეტის შემუშავება - კონტროლი;
** ფინანსური რეპორტების მომზადება, ანალიზი, რეკომენდაციები;
** სახელფასო სისტემის მონიტორინგი;
** მატერიალური მარაგების და შესყიდვების მონიტორინგი/მართვა;
** მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
** სხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო კომუნიკაცია/თანამშრომლობა/რეკომენდაციების გაცემა.
** კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული, სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის სფეროში;
** სერტიფიკატი ფინანსურ/ბუღალტრულ აღრიცხვაში, სასურველია ACCA-ს;
** შესაბამის სფეროში (მთავარი ბუღალტერი, ფინანსური მენეჯერი), მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების და საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** კომპიუტერული (MS Office, Word, Excel) პროგრამების ცოდნა;
** ბუღალტრული პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის ეფექტური მართვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
** დინამიკურ გარემოსთან სწრაფად ადაპტაციის უნარი.

დამატებითი ბენეფიტები:

** ყოველწლიურად ზრდადი ანაზღაურება;
** საწვავის ანაზღაურება.
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ფასდაკლება სპორტულ დარბაზებში;
** გრძელვადიანი თანამშრომლობა;
** ფინანსური და პოზიციური განვითარების პერსპექტივა.

გთხოვთ, დაინტერესებულ პირებს გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: natia.matcharashvili@dominospizza.ge, წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ფინანსური მენეჯერი".

ვაკანსიაზე დაინტერესების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "დომინო`ს პიცა"-მ დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, მათი მოწოდებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და ვაკანსიის განახლების შემთხვევაში დაგიკავშირდეთ.
პერსონალური მონაცემების დამუშავების თანხმობის გამოხმობასთან დაკავშირებით მოგვწერეთ ამავე ელფოსტაზე.

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე