დასახელება:
ბარმენი
|
მომწოდებელი:
ნუნისი
|
გამოქვეყნდა: 07 ივნისი
/ ბოლო ვადა: 15 ივნისი
|
ბალნეოლოგიური კურორტი "ნუნისი" მდებარეობს ხარაგაულის რაიონში, სოფელ ნუნისთან და ხარაგაულის ტყეპარკთან 1 კმ-ში. იგი განთქმულია სამკურნალო წყლის აბაზანებით და ისტორიული ღირსშესანიშნაობებით.
2002 წლიდან ბალნეოლოგიურმა კურორტმა ახალი სახე შეიძინა, კანის სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ მას მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია.
იმედია "ნუნისი" თქვენთვისაც წარმატებულ სამუშაო ადგილად იქცევა, სადაც შეძლებთ მიიღოთ გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.
სასტუმრო 2025 წლის საზაფხულო სეზონისათვის 15 ივნისიდან 15 სექტემბრამდე აცხადებს ახალ ვაკანსიებს.
თანამდებობა: ბარმენი
ანგარიშვალდებულია: სასტუმროს მენეჯერთან
სამუშაო ადგილი: კურორტი ნუნისი
ჩვენი შემოთავაზებაა:
** შესანიშნავი ბუნება და ჰავა
** კომფორტული საცხოვრებელი /სამჯერადი კვება სასტუმრო კომპლექსში
** სახელფასო სარგო: 600 ლარი ხელზე + ბონუსი
** სამუშაო დრო: 13:00-22:00, შესვენება - 1 სთ
** დასვენების დღეები: შეთანხმებით
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
** ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების მომზადება და სერვირება
** ანგარიშსწორების წარმოება
** სამუშაო სივრცის წესრიგის და სანიტარული ნორმების დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასტუმროში მიღებული 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** უპირატესობა მიენიჭებათ რუსული, ინგლისური (სასაუბრო) ენის მცოდნეს.
პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებული;
** აქტიური;
** ენერგიული;
** პოზიტიური;
** პასუხისმგებლობიანი;
** კომუნიკაბელური.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 15 ივნისი. ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ ფოსტაზე: nunisi2002@gmail.com, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ბარმენი
მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება სატელეფონო საშუალებით დაკავშირება, რის შემდეგაც დაინიშნება ონლაინ ან პირადი შეხვედრა.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|