დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
Manamo Home
|
გამოქვეყნდა: 07 ივნისი
/ ბოლო ვადა: 07 ივლისი
|
საოჯახო ტექსტილის კომპანია "Manamo Home" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში
რას გთავაზობთ ჩვენ:
** კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ გუნდს და მხარდაჭერას პროფესიულ ზრდაში;
** სპეციალურ ფასდაკლებას პროდუქციაზე.
სამუშაო გრაფიკი:
სრული განაკვეთი - კვირაში 6 სამუშაო დღე, რაც მოიცავს:
2 დღე - 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი + 1 საათი შესვენება
4 დღე - 6 საათიანი სამუშაო გრაფიკი + 1 საათი შესვენება)
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლის კონსულტაცია და პროდუქციის შეთავაზება;
** აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა და ნაშთების კონტროლი;
** პროდუქციაზე ფასმაჩვენებლების სწორად და დროულად განთავსება;
** სალარო ოპერაციების შესრულება;
** საოფისე პროგრამების (Outlook, Excel) საბაზისო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
აუცილებელი უნარები და პიროვნული თვისებები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა და შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა და ენერგიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@manamohome.com
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ "Manamo Home" დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დასაქმების მიზნით და შეინახავს მას 6 თვის განმავლობაში.
|
|
|
|