დასახელება:
მთავარი ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
MOORE
|
გამოქვეყნდა: 07 ივნისი
/ ბოლო ვადა: 07 ივლისი
|
აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი "Moore Global Network Limited"-ის დამოუკიდებელი წევრი კომპანია Moore Abc, რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება, აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე (http://www.moore-georgia.ge).
აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი Moore Global Network Limited - წარმოდგენილია 116 ქვეყანაში 600-ზე მეტი ოფისით და 37, 000-ზე მეტი თანამშრომლით. ქსელის წლიური შემოსავალი შეადგენს 5.1 მილიარდ აშშ დოლარს (http://www.moore-global.com).
ჩვენ გთავაზობთ:
** მზარდ ანაზღაურებას;
** უწყვეტ პროფესიულ ტრენინგებს;
** პიროვნული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს, სადაც გუნდური მუშაობა და იდეების გაზიარება არის წახალისებული;
** ახლო სამუშაო კონტაქტს კლიენტებთან;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მხარდაჭერას, მიიღოთ საერთაშორისოდ აღიარებული ACCA ან სხვა მსგავსი კვალიფიკაცია.
ძირითადი მოვალეობები:
** ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და ელექტრონული ფორმით წარდგენა;
** ყოველთვიური ფინანსური უწყისებისთვის საჭირო ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი;
** საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება, გაკონტროლება და სისწორის უზრუნველყოფა;
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და კონტროლი;
** ბუღალტრული გატარების (ხარჯების, ბანკის და ა.შ. ოპერაციების) ასახვა პროგრამაში;
** ხელშეკრულებების და საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
** ხელფასების აღრიცხვა და დებიტორების/კრედიტორების კონტროლი;
** წერილობითი მოხსენების მომზადება კრიტიკულ საკითხებზე;
** დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე საქმის დელეგირება და მათ მიერ შესრულებული საქმის კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დავალებების შესრულება საქმიანობიდან გამომდინარე.
ძირითადი მოთხოვნები:
** სავალდებულოა უმაღლესი განათლება ფინანსურ სფეროში;
** სავალდებულოა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა;
** სავალდებულოა მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 - წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ბუღალტრული პროგრამა ბალანსის და ორისის ცოდნა;
** სასურველია გუნდის მართვის გამოცდილების ქონა;
** სასურველია ACCA სერტიფიკატი.
პიროვნული თვისებები:
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@moore.ge და მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "მთავარი ბუღალტერი".
|
|
|
|