Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=640168&print=yes&view=jobs
 
რეცეფციონისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეცეფციონისტი
მომწოდებელი: არქი
გამოქვეყნდა: 06 ივნისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

"არქიში" პოზიტიურ და ენერგიულ რეცეფციონისტს ვეძებთ.

სამუშაო ადგილი: ფილარმონიის სერვის ცენტრი

რეცეფციონისტის ძირითადი ფუნქციები იქნება:

** სტუმრების, მომხმარებლების დახვედრა და გადამისამართება (საჭიროების შემთხვევაში, ყავით და ჩაით გამასპინძლება);
** მომხმარებლების პროგრამულად დარეგისტრირება;
** შემომავალ ზარებზე პასუხი და მათი გადამისამართება;
** კომპანიის ორგანიზაციული საკითხების მოგვარება (შეხვედრების ოთახების დაჯავშნა, ტაქსის გამოძახება, საოფისე დოკუმენტაციის ბეჭდვა, ასლის გადაღება, დასკანირება და ა.შ.);
** საოფისე შესყიდვების პროცესში ჩართულობა, მარაგების კონტროლი;
** ფულადი შენატანების/გასავლების პროგრამულად აღრიცხვა;
** ყოველდღიური საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სასურველია Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

ჩვენ კი გთავაზობთ:

** პოზიტიურ, კომფორტულ და სტაბილურ გარემოს;
** საინტერესო საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ანაზღაურება: 900 ლარი (ხელზე ასაღები), 6 თვის შემდეგ 1000 ლარი (ხელზე ასაღები)

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 22 ივნისის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია