Робота для біженців з України
ფარმაცევტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფარმაცევტი
მომწოდებელი: ფარმაცევტული კომპანია ელელგრუპი
გამოქვეყნდა: 06 ივნისი / ბოლო ვადა: 06 ივლისი
ევროპული ფარმაცევტული კომპანია "ელელგრუპი" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე. 2 საშტატო ერთეული.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა;
** სალაროს წარმოება;
** მედიკამენტების აღწერა; პროდუქციის ნაშთების აღრიცხვა;
** დაქვემდებარებაში არსებული სექციების მოწესრიგება, პროდუქციის განლაგება, სისუფთავის კონტროლი;

მოთხოვნები:

** ფარმაცევტული განათლება;
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** გამართულად მეტყველების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** თავაზიანობა;
** ოპერატიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო ადგილი: თბილისი
ხელფასი: 900 ლარიდან

გთხოვთ, გამოგზავნოთ CV (ქართულ ენაზე) შემდეგ მისამართზე: hr.pharmaceuticalcompany@gmail.com, სათაურის ველში მიუთითოთ "ფარმაცევტი", განაცხადს სასურველია დაურთოთ ფოტოსურათი. გასაუბრებაზე მოვიწვევთ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე