დასახელება:
ავტოპარკის ტექნიკური სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ნუტრიმაქსი
|
გამოქვეყნდა: 06 ივნისი
/ ბოლო ვადა: 06 ივლისი
|
"ნუტრიმაქსი" საკვებ წარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად 2 მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე ლაბორატორიებით. კომპანიაში წარმოებული პროდუქტები მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის.
კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ისე ამიერკავკასიის, შუა აზიის და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.
სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ.
დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: https://www.nutrimax.ge/
კომპანია "ნუტრიმაქსი" აცხადებს ვაკანსიას ავტოპარკის ტექნიკური სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი - ზემო ფონიჭალა
სამუშაო გრაფიკი - 09:00-18:00 (ორშ-პარ), 09:00-16:00 (შაბათი)
ანაზღაურება - 1500 ლ. (Net)
ბენეფიტები - ტრანსპორტირება (მეტრო ისნიდან), კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა
პოზიციაზე მივესალმებით შესაბამისი ცოდნის და გამოცდილების მქონე, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, დეტალებზე ორიენტირებულ კანდიდატებს.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიაში არსებული სპეც ტექნიკის და ავტომობილების რეგულარული შემოწმება;
** ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზიანების შეფასება და დროული რეაგირება;
** სარემონტო ხარჯების და სათადარიგო ნაწილების შეძენის (საჭიროების შემთხვევაში) აღრიცხვა და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** გარე კონტრაქტორებთან კომუნიკაცია.
ძირითადი მოთხოვნები:
** საშუალო ან პროფესიული განათლება;
** სასურველია სატრანსპორტო-საავტომობილო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** მართვის მოწმობა - B კატეგორია.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/bevEO7z
|
|
|
|