Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=640060&print=yes&view=jobs
 
ცვლის ელექტრიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ცვლის ელექტრიკოსი
მომწოდებელი: თბილისი დრაი პორტი
გამოქვეყნდა: 06 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
"თბილისი დრაი პორტი" აცხადებს ვაკანტურ ადგილებს ცვლის ელექტრიკოსის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის არსებული ტექნიკის, დიზელ გენერატორებისა და სხვა მოწყობილობების ელექტროდანადგარების საწვავითა და საპოხი მასალებით უზრუნველყოფა.
** ელექტრომოწყობილობების სწორი ექსპლუატაციის წესების დაცვა.
** ელექტრო დანადგარების დამიწების გამართულობა.
** ელექტრო მექანიზმების ტექნიკური მომსახურების წარმოება გრაფიკის მიხედვით.
** ტერიტორიის, ქუჩის და შენობა-ნაგებობების განათებით უზრუნველყოფა.
** სარემონტო ვადების დაცვა და სამუშაოების ხარისხიანად შესრულება.
** არასტაბილური ან ნორმებთან შეუსაბამო (+/_5%) ძაბვის მოწოდების შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები ელექტროენერგიის მომხმარებელი ამწეების, დანადგარების, მოწყობილობების მუშაობის შესაწყვეტად არსებული ხარვეზების აღმოფხვრამდე. ამასთანავე მიიღოს ზომები ელექტრო ძაბვის სტაბილიზაციისათვის.

გამოცდილება და უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი.
** ქართული ენის ცოდნა (სალაპარაკო, წერითი)
** ორგანიზებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო ტექნიკური განათლება.
** მარეგულირებელი დოკუმენტაციის ცოდნა

ამ პოზიციაზე მომუშავე თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას კომპანიის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნები*, რათა უზრუნველყოს საკუთარი და კოლეგების უსაფრთხოება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე HR@tbilisidryport.com. გთხოვთ, ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს.

თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.

სამუშაო ადგილი: აფრიკის დასახლება, თბილისი, საქართველო
სამუშაო განაკვეთი: 4 ცვლიანი გრაფიკი, 12 საათიანი სამუშაო ცვლა
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 05 ივლისი

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია