დასახელება:
HR ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
სინაბონი
|
გამოქვეყნდა: 06 ივნისი
/ ბოლო ვადა: 06 ივლისი
|
"სინაბონი" არის საერთაშორისო ქსელის კაფე-საცხობი, რომელიც დღესდღეობით წარმოდგენილია 45 ქვეყანაში 1500-ზე მეტი ფილიალით, მისი ძირითადი პროდუქტი არის დარიჩინის როლი, რომელიც მზადდება ნაზი ცომის, ლეგენდარული მაკარა-დარიჩინის, საფირმო ნაღებისა და კრემ-ყველის კომბინაციით.
ერთერთი გავლენიანი პროფესიონალური გამოცემის თანახმად "Cinnanbon"-მა ადგილი დაიმკვიდრა სიაში: "50 მთავარი ცხოვრებისეული სიამოვნება".
თუ გაქვს სურვილი, გახდე მეგობრული გუნდის წევრი, ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.
"სინაბონი" აცხადებს ვაკანსიას HR ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** პერსონალის (შტატში მყოფი, მომსახურე, რეზერვში მყოფი პირის, სტაჟიორის, გარდა მენეჯმენტისა) პირადი საქმეების წარმოება/ფაილინგი;
** პერსონალთან დაკავშირებული ხელშეკრულებების გაფორმება/ვადის კონტროლი, საკადრო ბრძანებების მომზადება;
** ხელფასების, ბონუსებისა და ბენეფიტების ადმინისტრირება;
** შვებულების, ბიულეტენის, მივლინების ადმინისტრირება;
** დოკუმენტების საარქივოდ მომზადება/გადაცემა;
** სამუშაო აღწერილობების პოზიციასთან შესაბამისობაში მოყვანა, საჭიროების შემთხვევაში განახლება და თანამშრომლების მხრიდან ხელმოწერით უზრუნველყოფა;
** თანამშრომლების მოთხოვნის შესაბამისი ცნობების, რეკომენდაციების მომზადება;
სამუშაო დროის აღრიცხვის ადმინისტრირება;
** რეკრუტინგის პროცესის მართვა და შესაბამისი ბაზების/რეპორტების წარმოება.
განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება - ბაკალავრის წოდება სასურველია იურიდიული, ბიზნეს ადმინისტრირების ან ფსიქოლოგიის მიმართულებით;
** HR ადმინისტრატორის ან ჯენერალისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** რეკრუტინგში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამები - საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
** უცხო ენის ცოდნა - ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** გუნდური მუშაობა.
გრაფიკი: 5 დღე: 10:00 -19:00 2 დღე: დასვენება
ანაზღაურება : გამოცდილების მიხედვით
გახდი ჩვენი გუნდის წევრი
გამოაგზავნე შენი მონაცემები ელექტრონულ ფოსტაზე: cinnabongeorgia@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება - HR ადმინისტრატორი.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|