Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=639929&print=yes&view=jobs
 
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ჯი არ სი
გამოქვეყნდა: 06 ივნისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
"ჯი არ სი" - 2003 წლიდან სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნეს სექტორში.
გუნდი, რომელიც საფუძვლად უდევს კომპანიის წინსვლას, შედგება კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებისგან. "ჯი არ სი" ყოველთვის მზად არის მის გუნდში მიიღოს მიზანდასახული და შრომისმოყვარე პირები რომლებიც წვლილს შეიტანენ კომპანიის განვითარებაში https://grc.ge/

"ჯი არ სი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ფეიქართა 14გ
განაკვეთი: სრული.

მოვალეობები:

** ბუღალტრული დოკუმენტაციის და ოპერაციების წარმოება;
** დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობის მღება;
** პროგრამაში ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების პროგრამულად დამუშავება, ასახვა და გატარებების შესრულება;
** სასაქონლე და მატერიალური მარაგების კონტროლი და აღრიცხვა;
** დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების/ანგარიშების კონტროლი;
** საბანკო გადახდების წარმოება;
** საბანკო ოპერაციების პროგრამულად ასახვა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკური, ფინანსური მიმართულებით;
** სავალდებულოა საოფისე და 1C პროგრამების ცოდნა;
** სავალდებულოა, მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა, პუნქტუალობა, პრინციპულობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი;
** ანალიზის კარგი უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ წარმოადგინოთ CV ელფოსტაზე: vacancy@grc.ge 2025 წლის 22 ივნისამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "ბუღალტერი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"ჯი არ სი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია