Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=639905&print=yes&view=jobs
 
კლინიკური ფარმაცევტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კლინიკური ფარმაცევტი
მომწოდებელი: ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი
გამოქვეყნდა: 06 ივნისი / ბოლო ვადა: 06 ივლისი
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას კლინიკური ფარმაცევტის პოზიციაზე.

"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" თბილისის ცენტრში მდებარე JCI აკრედიტაციის მქონე მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც 2021 წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მხარდაჭერითა და საქართველოს სახელმწიფოსთან წარმოშობილი ერთობლივი ინტერესების გათვალისწინებით გაიხსნა.

"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სერვისებით. ჰოსპიტალი იცავს მმართველობის თანამედროვე კონცეფციას, რომლითაც უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებულ, მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს: http://www.ahtbilisi.com/

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მედიკამენტების სტრუქტურირებული მიმოხილვების ჩატარება, პაციენტის მიმდინარე მედიკამენტური თერაპიის შეფასება ეფექტურობის, უსაფრთხოების, გვერდითი მოვლენების, წამლისმიერი ურთიერთქმედების და კლინიკური გაიდლაინების დაცვის თვალსაზრისით;
** მედიკამენტური თერაპიის მართვა: ინდივიდუალური მედიკამენტური თერაპიის გეგმების შემუშავება და კორექტირება ოპტიმალური მკურნალობის შედეგების მისაღწევად;
** პაციენტის კონსულტაცია: მიღებული მედიკამენტების, მათი სწორი გამოყენების, პოტენციური გვერდითი მოვლენების, ურთიერთქმედების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება და პაციენტების განათლება თვითმართვისა და მკურნალობის დაცვასთან დაკავშირებით;
** მედიკამენტების შეჯერება: პაციენტის მედიკამენტების სიის გადახედვა მიღებამდე, ჰოსპიტალიზაციის დროს და გაწერის შემდეგ;
** პაციენტის პროგრესის მონიტორინგი: პაციენტის რეაქციის მონიტორინგი მედიკამენტურ თერაპიაზე, მკურნალობის ეფექტურობის შეფასება და გვერდითი რეაქციების დროული იდენტიფიცირება;
** ექიმებთან და სხვა სპეციალისტებთან კონსულტაცია: მედიკამენტების შესახებ ექსპერტული ცოდნის მიწოდება, დახმარება ყველაზე შესაფერისი პრეპარატების, დოზების შერჩევაში და კონსულტირება გვერდითი მოვლენებისა და ურთიერთქმედებების მართვასთან დაკავშირებით;
** ჯანდაცვის პერსონალის ტრენინგი: ექიმებისა და ექთნებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების ჩატარება ახალი პრეპარატების, მკურნალობის პროტოკოლებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ;
** წამლის გვერდითი რეაქციების (ADR) გამოვლენა, პრევენცია და მართვა: პაციენტების აქტიური მონიტორინგი ADR-ებზე და მათ მოგვარებაში მონაწილეობა;
** ჩანაწერების წარმოება: ყველა ჩარევის, რეკომენდაციისა და დაკვირვების ზუსტი და დროული დოკუმენტირება;
** უწყვეტი პროფესიული განვითარება: ახალი მედიკამენტების, მკურნალობისა და კლინიკური გაიდლაინების შესახებ განახლებული ცოდნის შენარჩუნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, მაგისტრის ხარისხი;
** საქართველოს კანონი "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ";
** საქართველოს კანონი "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ";
** პაციენტისთვის უსაფრთხო, ეფექტური ხარისხიანი და რაციონალური მკურნალობის სტანდარტები;
** Good Pharmacy Practice საფუძვლების ცოდნა;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის ერთ წლიანი გამოცდილება;
** საინფორმაციო სისტემებთან და მონაცემების დამუშავებასთან მუშაობის გამოცდილება;
** კონფიდენციალურობის მაღალი სტანდარტის დაცვის მოვალეობა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა Word, Excel, PowerPoint, Outlook;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** გუნდის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის წარმართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დროის მენეჯმენტის უნარი;
** ინფორმაციის შეგროვებისა და გაანალიზების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.

კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქის" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 6 (ექვსი) თვის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვროქმა" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელექტრონულ მისამართზე: ht@ahtbilisi.com.

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შპს "სამედიცინო იურიდიული საკონსულტაციო ჯგუფს" pdpo@ahtbilisi.com და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია