Робота для біженців з України
მონტაჟის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონტაჟის სპეციალისტი
მომწოდებელი: მასტერ კოფი
გამოქვეყნდა: 06 ივნისი / ბოლო ვადა: 06 ივლისი
სადისტრიბუციო კომპანია "Master Coffee", წარმოადგენს შვეიცარიული, იტალიური, ჩინური კომპანიების ყავის აპარატების და ყავის ბრენდების: -"CARTE NOIRE", "JACOBS", "PIAZZA DORO", "L`OR" ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მონტაჟის სპეციალისტი.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყავის აპარატების მონტაჟი წინასწარ მითითებულ ლოკაციებზე კომპანიის სტანდარტების გათვალისწინებით;
** სარეკლამო დაფის დამონტაჟება წინასწარ შეთანხმებულ ობიექტზე;
** ყავის აპარატის მონტაჟისთვის საჭირო აქსესუარების მიტანა/მონტაჟი ობიექტზე;
** ყავის აპარატის გამართულად მუშაობის პრინციპების სრულფასოვნად ახსნა, პრეზენტაცია ობიექტის მფლობელისთვის;
** ყავის აპარატების და სხვა სარეკლამო აქსესუარების დემონტაჟი ობიექტიდან.

უნარ-ჩვევები:

** შრომისმოყვარეობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.

აუცილებელი მოთხოვნები: B, C კატეგორიის მართვის მოწმობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 9:00-18:00
** დასვენება: შაბათი, კვირა;
** ანაზღაურება: საწყის ეტაპზე 1000 ლ, ხოლო 2 თვიანი გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ 1550 ლ;
** ულიმიტო სასაუბრო.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@mastercoffee.ge. ელფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მონტაჟის სპეციალისტი ან დაგვიკავშირდეთ: 595 404 225

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე