Робота для біженців з України
მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: City Hotels
გამოქვეყნდა: 06 ივნისი / ბოლო ვადა: 06 ივლისი
სასტუმროების ქსელი "City Hotels" თბილისში, რომელიც აერთიანებს პრემიუმ კლასის სასტუმროებს "City Avenue" და "Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham"- აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენება (9 საათიანი გრაფიკი აქედან 1 საათი დასვენება)
** ანაზღაურება: 1350 ლარი (Net) დაზღვევა, კვება, ბონუსი.
** სამუშაო ადგილი: თბილისი (სასტუმრო "City Avenue" - მის: აღმაშენებლის # 140 ბ და სასტუმრო "Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham"- მის: თამარ მეფის# 24)

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებით უზრუნველყოფას;
** TBC ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სამუშაო გამოცდილება აუცილებელია.

მოვალეობები:

** მოწესრიგებული უნიფორმის/ბეიჯის ტარება;
** რესტორნისთვის ყველა საჭირო პროდუქტის მომზადება;
** სამზარეულოში სისუფთავის გაკონტროლება;
** ვადებისა და მარაგების ყოველდღიური გაკონტროლება;
** ბაზრის შეკვეთის წინასწარი მომზადება;
** ყოველდღიურად გამოყენებული პროდუქტის ჩამოწერა/აღწერა;
** პერსონალის კვების ჩამოწერა ყოველდღიურად;
** პროდუქტის გადატანის საჭიროების შემთხვევაში აუცილებელი ტრანსფერის შევსება;
** მომდევნო დღისათვის სამზარეულოს მოწესრიგება;
** მომდევნო დღისათვის პროდუქტის მომზადება დატვირთულობის მიხედვით.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** შემოქმედებითობა;
** ენერგიულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებისადმი ყურადღებიანობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

"City hotels"-ის სასტუმროების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: https://www.cityhotels.ge

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@cityhotels.ge. გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

(აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიამ შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე