დასახელება:
ჰორეკას მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ბიუ ბიუ პლიუსი
|
გამოქვეყნდა: 06 ივნისი
/ ბოლო ვადა: 06 ივლისი
|
შპს "ბიუ ბიუ პლიუსი", შპს "ჩირინას" ხორცპროდუქტების დისტრიბუტორი კომპანია აცხადებს ვაკანსიას ჰორეკას მენეჯერის პოზიციაზე.
რატომ ჩვენ? რას გთავაზობთ:
** ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციული კულტურა;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** საბონუსე სისტემა.
ძირითადი მოვალეობები:
** კაფე-ბარების, რესტორნების, სასტუმროების მოძიება და პროდუქციის აქტიური გაცნობა-შეთავაზება;
** დაწესებულების საქმიანობაზე მორგებული სხვადასხვა კორპორატოული შეთავაზების უზრუნველყოფა და გაყიდვების სტრატეგიის შედგენა;
** კომპანიისგან წინასწარ გაწერილი გეგმის შესრულება, ფინანსური ანგარიშგება და ანალიზი, ასევე, კვირეული გაყიდვების რეპორტინგი.
აუცილებელი მოთხოვნები:
** გაყიდვებში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ჰორეკას მიმართულებით;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე (Word, Excel, PowerPoint);
** ქართულ ენაზე გამართულად საუბრის უნარი. ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
ავტომობილის მართვა/ფლობა სასურველია.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** აქტიურობა;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
აღნიშნული ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე Hr@biumart.ge 20 ივნისამდე. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
ვაკანსიასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მობ: 577947402.
|
|
|
|