დასახელება:
ფინანსური ანალიტიკოსი
|
მომწოდებელი:
ორი ნაბიჯი
|
გამოქვეყნდა: 06 ივნისი
/ ბოლო ვადა: 20 ივნისი
|
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის "2 ნაბიჯი" მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.
"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-მდე თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ლოკაცია: ელიზბარ მინდელის ქუჩა #3
სამუშაო საათები: 09:00-18:00 სთ
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:
** ყოველდღიური, ყოველკვირეული, ყოველთვიური ანგარიშგების რეპორტების მომზადება, ხელმძღვანელისთვის ან/და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის წარდგენა.
** კომერციულ დეპარტამენტთან შეთანხმებით მომწოდებლებთან ანგარიშსწორების ფორმის მომზადება და ანგარიშსწორების პირობების ცვლილებების ასახვა.
** ყოველწლიური ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში ჩართულობა, ფაქტობრივი მონაცემების მოგროვება, სტრუქტურული ერთეულებისგან მიღებული ფორმების დამუშავება.
** ფინანსური ანგარიშგებების და ანალიზის მეთოდების სრულყოფის მიზნით ინიციირებული ცვლილებებისა და სიახლეების შესრულება.
** თანამშრომლების დაანგარიშებული ხელფასების მონაცემების სიზუსტის კონტროლი.
** საიჯარო ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება, გადასარიცხი იჯარების შემოწმება.
** სამსახურებთან გასაგზავნი ავანსების და მოთხოვნების რეესტრის წარმოება.
** ბანკებთან კომუნიკაცია.
** საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა ტიპის ფინანსურ პროექტებში ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესის ან ზუსტი მეცნიერებების მიმართულებით.
** MS Excel ცოდნა.
** ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** ორგანიზებულობა
თუ თქვენ დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ, განვითარდეთ "2 ნაბიჯის" გუნდთან ერთად, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელმისამართზე: HR@orinabiji.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 20.06.2025
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯს".
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|