დასახელება:
ვიპ გაყიდვების უმცროსი მენეჯერი
|
მომწოდებელი:
სადაზღვევო კომპანია ალდაგი
|
გამოქვეყნდა: 05 ივნისი
/ ბოლო ვადა: 12 ივნისი
|
სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას ვიპ გაყიდვების უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე, საცალო გაყიდვების დეპარტამენტში.
სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 20
ძირითადი მოვალეობები:
** საცალო და SME სადაზღვევო პროდუქტების რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა კომპანიების მოძიება და მათთან მოლაპარაკების წარმართვა;
** პოტენციური კლიენტებისთვის სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება, პრეზენტაციის ჩატარება და კონსულტაციის გაწევა;
** ყოველდღიურად ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის/ბიზნესის/მარკეტინგის მიმართულებით;
** სასურველია სადაზღვევო ან/და საბანკო სფეროში, გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ან/და რუსული ენების მომხმარებელთან კომუნიკაციის დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** შედეგზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2024 წლის 12 ივნისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - ვიპ გაყიდვების უმცროსი მენეჯერი.
სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
|
|
|
|