Робота для біженців з України
მოლარე, მზარეული, ბარმენი, პოპკორნის/ბამბის ნაყ. გამყიდველი - შეკვეთილი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე, მზარეული, ბარმენი, პოპკორნის/ბამბის ნაყ. გამყიდველი
მომწოდებელი: ციცინათელა
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
გინატრია ოდესმე ადგილი, სადაც ყოველი დღე სიხარულით იწყება? სადაც ბავშვების ჟრიამული ჰაერში მელოდიასავით ტრიალებს და ყოველი კუთხე პატარა ჯადოსნურ სამყაროს ჰგავს?

მაშინ შეკვეთილში მდებარე, საქართველოს ყველაზე დიდი და ჯადოსნური ატრაქციონების პარკი "ციცინათელა" გელოდება!

თუ ხარ ადგილობრივი, გიყვარს ბავშვები, გართობა და გსურს, რომ "ციცინათელას" ახალი ზღაპრის პერსონაჟი გახდე, მაშინ ჩვენ შენ გეძებთ!

ადგილმდებარეობა: შეკვეთილი
სამუშაო გრაფიკი: 17:00-00:00/01:00
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი
ტრანსპორტირება: სამუშაო დღის ბოლოს, კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას

პოზიცია: მოლარე

პასუხისმგებლობები:

** მომხმარებლის სწრაფი და თავაზიანი მომსახურება
** გაყიდვების ოპერაციების წარმოება - სალაროს მართვა და სამუშაო პროგრამის სრულყოფილი ცოდნა
** შეკვეთის მიღება-გაცემა "ციცინათელას" მომსახურების სტანდარტების შესაბამისად
** საკვები და სასმელი პროდუქციის ფასებისა და აღწერილობების ცოდნა
** მენეჯერთან მუდმივი კომუნიკაცია მიმდინარე სამუშაო პროცესის შესახებ.

პოზიცია: მზარეული

პასუხისმგებლობები:

** პროდუქტის ხარისხის კონტროლი
** "ციცინათელას" მომსახურების სტანდარტების მიხედვით მუშაობა;
** პროდუქციის მარაგებისა და ხარისხის კონტროლი;
** აღჭურვილობის და პროდუქტების მონიტორინგი უსაფრთხოების სტანდარტების დასაცავად;
** სამზარეულოში წესრიგისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
** ორიენტირება პროდუქტის დანაკარგების მუდმივად შემცირებაზე;
** დადგენილი სამუშაო დროის მიხედვით მუშაობა;
** "ციცინათელას" სამზარეულოს ჰედ შეფებთან მუდმივი კომუნიკაცია მიმდინარე სამუშაო პროცესებზე.

პოზიცია: ბარმენი

პასუხისმგებლობები:

** "ციცინათელას" მომსახურების სტანდარტების, ვადების, პრეზენტაციისა და ხარისხის ყველა მიმართულებით დაცვა და მართვა;
** მენეჯერებთან სწრაფი და ეფექტური კომუნიკაცია საოპერაციო საკითხებზე;
** ბარში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა და მათი შეთავაზება;
** ბარის სტუმრებთან ინტერაქცია და თავაზიანი მომსახურება;
** ბარში არსებული ოპერირებისთვის საჭირო ყველა პროდუქციის დამზადება;
** ბარის მენიუში არსებული უალკოჰოლო სასმელების დადგენილი სტანდარტის მიხედვით მომზადება;
** ტექნიკის გამართულობა და საჭირო ინვენტარის მობილიზება;
** ბარის მარაგების კონტროლი და სასმელების ინვენტარიზაცია;
** სამუშაო სივრცეში სისუფთავის და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა;

პოზიცია: პოპკორნის გამყიდველი

პასუხისმგებლობები:

** მომხმარებლების თავაზიანი და სწრაფი მომსახურება
** პოპკორნის მომზადება
** პროდუქციის რეალიზაცია "ციცინათელას" მომსახურების სტანდარტების შესაბამისად
** მარაგების კონტროლი
** მენეჯერთან მუდმივი კომუნიკაცია მიმდინარე სამუშაო პროცესის შესახებ.

პოზიცია: ბამბის ნაყინის გამყიდველი

პასუხისმგებლობები:

** მომხმარებლების თავაზიანი და სწრაფი მომსახურება
** ბამბის ნაყინის მომზადება
** პროდუქციის რეალიზაცია "ციცინათელას" სტანდარტების შესაბამისად
** მარაგების კონტროლი
** მენეჯერთან მუდმივი კომუნიკაცია მიმდინარე სამუშაო პროცესის შესახებ

თუ შენს თავს ჩვენს ზღაპრულ მოგზაურობაში ხედავ, გამოგვიგზავნე რეზიუმე (CV) ჩვენს ელფოსტაზე: info@tsitsinatela.com ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 568266626
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე