Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=639685&print=yes&view=jobs
 
ოფისის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ნეოტექი
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
"ნეოტექის" ისტორია 2005 წლიდან იწყება. დაარსების დღიდან, კომპანიას, უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებულმა გუნდმა მოახერხა გამხდარიყო ძლიერი კონკურენტი და შეექმნა საკუთარი სტანდარტები.

ჩვენთვის დაარსების დღიდან, ხარისხთან ერთად, პრიორიტეტად მომხმარებელთან ურთიერთობა იქცა.
დღეისათვის ნეოტექი თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან და ქართულ ბაზარზე ლიდერია უსაფრთხოების გადაწყვეტილებების სფეროში.

კომპანია გაყიდვების რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს: დისტრიბუცია, საცალო და კორპორატიული.

ჩვენი კომპანია აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.

ლოკაცია: ბათუმი, ტბეთის ქუჩა (ბენზე)

პოზიციის აღწერა:

ოფისის მენეჯერი პასუხისმგებელია კომპანიაში შემოსული პროექტების ადმინისტრირებაზე, ოფისის გამართულ ფუნქციონირებასა და კლიენტებთან ეფექტურ კომუნიკაციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის დახვედრა და პროფესიული მომსახურება
** კლიენტებთან კომუნიკაცია, მათი მოთხოვნების გამოვლენა და პირველადი ინფორმაციის მიწოდება
** კომპანიაში შემოსული სტუმრების აღნუსხვა და კონტროლი
** ოფისის საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფა და მარაგების კონტროლი
** ადმინისტრაციული საკითხების კოორდინირება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი (ბაკალავრის) განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი სასურველია)
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** თავაზიანობა და კლიენტზე ორიენტირებულობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირება
** დროის ეფექტური მართვის უნარი
** პრობლემური სიტუაციების მოგვარების უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** გუნდური მუშაობის უნარი და პოზიტიური გარემოს შექმნის უნარი
** დისციპლინირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
სახელფასო ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: HR@neotech.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ: "ოფისის მენეჯერი - ბათუმი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია