დასახელება:
მარკეტინგის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ასპ-გრუპი
|
გამოქვეყნდა: 05 ივნისი
/ ბოლო ვადა: 05 ივლისი
|
კომპანია "ასპ-გრუპი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ასპ-გრუპის საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც-დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 23 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში.
კომპანიის ვებ-გვერდი: https://aspgroup.ge/
კომპანიის Facebook-გვერდი: https://www.facebook.com/aspgroupge
პირობები:
** ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი ლილო, ერეკლე მეორეს მეხუთე შესახვევი N3.
** სამუშაო დრო: კვირაში 2 დღე ოფისში, 3 დღე დისტანციურად.
** ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციიდან გამომდინარე).
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ვებგვერდის სტრუქტურის და შინაარსის მართვა, კომპეტენციის ფარგლებში;
** სარეკლამო ღონისძიებების, საკომუნიკაციო არხების შერჩევა და მედია გეგმის შემუშავება;
** კომპანიის სარეკლამო აქტივობების ანალიზი, შედეგუნარიანობის კვლევა;
** სტრატეგიული მარკეტინგული გეგმების შემუშავება და განხორციელება;
** მეტა რეკლამების (Facebook, Instagram) მართვა და ოპტიმიზაცია, მათ შორის აუდიტორიის ტარგეტირება, ბიუჯეტირება და A/B ტესტირება;
** ბაზრის კვლევისა და კონკურენტების ანალიზის ჩატარება;
** გაყიდვებისა და პროდუქტის გუნდებთან კოორდინაცია;
** მარკეტინგული ღონისძიებების, აქციების და პროდუქტის გამოშვების დაგეგმვა და კოორდინაცია;
** კამპანიის შესრულების მონიტორინგი და რეგულარული ანგარიშების წარდგენა;
** გრაფიკულ დიზაინერსა და კონტენტ კრეატორთან თანამშრომლობა/ზედამხედველობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სასურველია მარკეტინგის მიმართულებით ან/და რელევანტურ დარგში;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 + წლიანი გამოცდილება;
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დროის მართვის უნარი;
** სხარტი და ანალიტიკურად აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@aspgroup.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამის კანდიდატებთან.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|